მოიწყვეთ კვირაში ორჯერ განტვირთვის დღე და დაიკელით მარტივად
ავტორი: ანი რევია 11:00 06.05
ეს დიეტა საკმაოდ მარტივი დასაცავია. უბრალოდ, კვირაში ორჯერ – ორშაბათსა და პარასკევს, შეზღუდეთ გარკვეული საკვების მიღება და კვირის ბოლოს, მინიმუმ, 2-3 კილოს დაიკლებთ.
თუ ზუსტად დაიცავთ ქვემოთ მოყვანილ რეკომენდაციას და ნებისყოფაც გეყოფათ, მაშინ დაკლებაც გარანტირებული გაქვთ და ორგანიზმის სიმსუბუქესაც იგრძნობთ.
დიეტას ახასიათებს დაბალი კალორიულობა, ცილებისა და ვიტამინების საკმარისი რაოდენობა.
ორშაბათი
საუზმე: 1 ჭიქა უშაქრო ხილის წვენი, 1 მოხარშული კვერცხი, პატარა ნაჭერი მოხარშული საქონლის ხორცი, ყველის მომცრო ნაჭერი, 50 გრამი პური, უშაქრო ჩაი ან ყავა.
სადილი: ცოცხალი ბოსტნეულის სალათა ზეითუნის ზეთით, მოხარშული თევზი, გარნირის გარეშე, 1 ნაჭერი ჭვავის პური, 1 ცალი ვაშლი.
ძილის წინ: ერთი ჭიქა რძე, მაწონი ან კეფირი.
პარასკევი
საუზმე: ბოსტნეულის სალათა მდნარი ყველით ან ერთი მოხარშული კვერცხით, პატარა პურის ნაჭერი, 5-6 ცალი შავი ქლიავი, ერთი ჭიქა მაწონი.
სადილი: მოხარშული თევზი, ბოსტნეულის სალათასთან ერთად, 5-6 ცალი შავი ქლიავი.
ძილის წინ: ერთი ჭიქა თბილი რძე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან