მედიცინა

ექიმის რჩევები

№18

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 14.05, 2023 წელი

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: მაინტერესებს, რა შეიძლება გამოიწვიოს ხერხემლის მეორე ხარისხის კიფოსქოლიოზმა, თუ მას არ მიხედავ? როცა ძალიან გადავიღლები დაჭიმულობის შეგრძნება მაქვს და ფეხების კუნთები მტკივა.

პასუხი: პროცესი რომ არ გაღრმავდეს, რეკომენდებულია ინდივიდუალური, ორთოპედ-ვერტებროლოგის მიერ დანიშნული სპეციალური ვარჯიშები. გამრუდების კუთხის გაზრდის შემთხვევაში გაძლიერდება დისკომფორტი (ზურგისა და ფეხების ტკივილი, დეფექტის მდებარეობიდან გამომდინარე დაბუჟება, თავბრუ და ასე შემდეგ).

კითხვა: მყავს 8 წლის ვაჟი. არ აქვს მარცხენა სათესლე ჯირკვალი. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ საერთოდ არ ჰქონია განვთარებული. ექიმმა არანაირი პრობლემა არ არისო. გარდა ამისა, ღამე აქვს უნებლიე შარდვა. ვისთან მივიყვანო, რომ ამ პრობლემას ეშველოს, ძალიან განიცდის. შეიძლება, ეს დაკავშირებული იყოს სათესლე ჯირკვალთან?

პასუხი: არავითარ შემთხვევაში არ გადადოთ ექიმ-უროლოგთან ვიზიტი როგორც კრიპტორქიზმის, ისე ენურეზის მიზეზის დადგენისა და მკურნალობის მეთოდის განსაზღვრის მიზნით. ენურეზი სათესლე ჯირკვლის განუვითარებლობას არ უკავშირდება.

კითხვა: ჩემი 12 წლის ბიჭი 5 დღეა, ამბობს ჰაერი არ მყოფნის, ჩასუნთქვის დროს კი გულმკერდთან მტკივაო. ჰელიკობაქტერია აქვს და იმ კვირას ვიწყებთ მკურნალობას. შეიძლება, მაგის ბრალი იყოს? როგორ მოვიქცე?

პასუხი: მოზარდ ასაკში ენდოკრინულ და ნერვულ სისტემებში მიმდინარე რთული გარდაქმნები, ასევე, ის გარემოება, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემა განვითარების ზოგად ტემპს ოდნავ ჩამორჩება, იწვევს იმას, რომ სქესობრივი მომწიფების ასაკში მოზარდები უჩივიან სისუსტეს, ადვილად დაღლას, განსაკუთრებით ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის დროს, ტკივილს გულმკერდის არეში, მოჭერის შეგრძნებას, გულის ფრიალს, უჰაერობას და ასე შემდეგ. თუმცა, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასების მიზნით მაინც აუცილებელია, მიმართოთ ოჯახის ექიმს.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი