მედიცინა

ექიმის რჩევები

№9

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 13.03, 2021 წელი

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

„თბილისელების“ მკითხველს ოჯახის ექიმი პასუხობს 👇

კითხვა: მაინტერესებს კრემი Upsize-ის გამოყენება საშიშია თუ არა? მინდა, ვცადო, მაგრამ ცოტა მეშინია.

პასუხი: სარძევე ჯირკვლების ზომაში მოსამატებლად ერთადერთი ეფექტური მეთოდი მამოპლასტიკაა. ყველა დანარჩენი ღონისძიება არის უსარგებლო და მოკლევადიანი, რიგ შემთხვევაში კი – ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი.

კითხვა: შეიძლება თუ არა, მამაკაცებში უშვილობის მიზეზი ერთი სათესლე ჯირკვლის ამოკვეთა იყოს?

პასუხი: თუ დარჩენილი სათესლე ჯირკვალი ნორმალურად ფუნქციონირებს, მაშინ შვილოსნობის პრობლემა არ გექნებათ.

კითხვა: მარცხენა ხელი მტკივა უმიზეზოდ – ღამე მაღვიძებს, მოხრილზე უფრო მეტად მაწუხებს, ხელს რომ ბოლომდე ვშლი, თითქოს, მიყუჩდება. შეიძლება სახსარი იყოს?

პასუხი: ასეთ ჩივილს, შესაძლოა, ღამე ხელის უხერხულ პოზაში დიდხანს მოყოლა იწვევდეს. ზუსტი პასუხის მისაღებად მდგომარეობა ტრავმატოლოგ-ორთოპედმა უნდა შეაფასოს.

კითხვა: შეიძლება, სლოკინი ნერვოზს მივაწეროთ?

პასუხი: ხანმოკლე სლოკინის ყველაზე ფართოდ გავრცელებული მიზეზებია დიდი რაოდენობით საკვების ან გაზიანი სასმელების მიღება, ალკოჰოლიანი სასმელები, გარემო ტემპერატურის უეცარი მკვეთრი ცვლილება, ძლიერი სტრესი. 48 საათზე უფრო ხანგრძლივი სლოკინი ცთომილი ნერვის გაღიზიანებასთან არის დაკავშირებული. ეს განპირობებულია კუჭ-ნაწლავის დაავადებებით, ზოგჯერ კისრის არეში არსებული წარმონაქმნებით, ხორხის ან ყურის დაავადებებით. ხანგრძლივი სლოკინის მიზეზი, ასევე, შეიძლება იყოს ნერვული სისტემის ან ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადებები, ზოგიერთი მედიკამენტი. პირველ რიგში, უნდა გამოირიცხოს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები. ექიმთან მიმართვამდე შეგიძლიათ, მიიღოთ ცერუკალი 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

კითხვა: 12 კვირაზე ექოსკოპიამ დამიწერა პასუხი თხემკუდუსუნის ზომა 63.0, საყელოსებრი სივრცე 3.00 მილიმეტრი, ცხვირის ძვალი 1.5 მილიმეტრი. რამდენად შეესაბამება მიღებული პასუხი ნორმას?

პასუხი: თქვენი ნაყოფის საყელოსებრი სივრცის მაჩვენებელი საყურადღებოა, ამიტომ რეკომენდებულია, ჩატარდეს ორმაგი გენეტიკური ტესტი ამ ეტაპზე – 13 კვირამდე, ხოლო შემდეგ, 17-19 კვირაზე – სამმაგი გენეტიკური ტესტი.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა