მედიცინა

როგორ უნდა გავუფრთხილდეთ გულს

№18

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 09.05

გული
დაკოპირებულია

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების ძირითადი რისკფაქტორებია:

• მეტაბოლური დარღვევები და სიმსუქნე;

• დიაბეტი;

• უმოძრაობა;

• მოწევა..

გულ-სისხლძარღვთა ავადობის შემთხვევების თითქმის ნახევარი გამოწვეულია არტერიული ჰიპერტენზიით, ხოლო მეორე ნახევარი თანაბრად ნაწილდება გულის კორონარულსა და ცერებროვასკულარულ დაავადებებზე.

ყველამ კარგად იცის, რომ მოწევა საზიანოა ჯანმრთელობისთვის. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ნიკოტინის მოხმარებას ყოველწლიურად 480 000-ზე მეტ ადამიანის სიცოცხლე ეწირება.

სიგარეტში შემავალ ქიმიურ ნივთიერებებს, როგორიცაა ნიკოტინი და ნახშირბადის მონოქსიდი, შეუძლიათ, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ გულსა და სისხლძარღვებზე. ეს ნივთიერებები არღვევენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას, აზიანებენ გულსა და სისხლძარღვებს, რის გამოც გულის დაავადების განვითარების რისკიც იზრდება.

გულის დაავადებების, ინსულტისა და დიაბეტის განვითარების რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს ურჩევენ, მოერიდონ სიგარეტის მოწევას. მათთვის პასიური მოწევაც (სულ ერთია ტრადიციული სიგარეტი იქნება თუ ორთქლის) მავნებელია, რადგან ის გულის დატვირთვას ძალიან ზრდის. მოწევა ორგანიზმზე რამდენიმე სახის მავნე გავლენას ახდენს, მაგრამ ყველაზე მეტად ის გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედებს.

ნიკოტინი:

• ზრდის არტერიულ წნევას;

• აჩქარებს გულისცემას;

• იწვევს არტერიებისა და სისხლძარღვების შევიწროებას;

• იწვევს არტერიების გამკვრივებას.

ასევე, შეიძლება, გამოიწვიოს გულის დაავადება, ინფარქტი ან ინსულტი.

ნიკოტინი სხეულში მოწევის შემდეგ რვა საათის განმავლობაში რჩება და მისი მავნე გავლენა ჯანმრთელობაზე მოწევის შემდეგაც საათობით გრძელდება.

მოწევაზე თავის დანებების შემთხვევაში მცირდება გულ-სისხლძარღვთა დაზიანება და გულის დაავადებებისა და სხვა გართულებების განვითარების რისკიც საგრძნობლად მცირდება.

• მოწევის შეწყვეტიდან 20 წუთის შემდეგ გულისცემა იკლებს;

• მოწევის შეწყვეტიდან 12 საათის შემდეგ სისხლში ნახშირბადის მონოქსიდის დონე ნორმას უბრუნდება;

• მოწევის შეწყვეტიდან ოთხი წლის შემდეგ, ინსულტის რისკი იკლებს და ისეთივეა, როგორც არამწეველებში.

უმარტივესი წესების დაცვამ შეიძლება, აღკვეთოს ან მრავალი წლით გადადოს გულ-სისხლძარღვთა პრობლემების განვითარება:

1. შეწყვიტეთ მოწევა და ალკოჰოლის ბოროტად მოხმარება;

2. ნუ დაუმატებთ საკვებს მარილს;

3. მიირთვით ყოველდღიურად 400-500 გრამი ახალი ბოსტნეული და ხილი;

4. მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა – მინიმუმ, 30 წუთი დღეში;

5. პერიოდულად გაიზომეთ არტერიული წნევა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი