ბელადები

რატომ გააუქმა სტალინმა „ებრაული კომუნისტური პარტია“

№18

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 09.05

სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი არა მარტო იმიტომ იყო გენიალური პოლიტიკოსი, რომ ის საერთაშორისო საკითხებში უმაღლეს დონეზე ერკვეოდა, არამედ ის ისე გრძნობდა თავს ადგილობრივი პარტიული ინტრიგების ლაბირინთებში, როგორც „თევზი წყალში“ და სწორედ იქიდან დაიწყო სტალინის აღმასვლა, რამაც ეს ადამიანი ძალაუფლების ოლიმპზე აიყვანა და მან უმნიშვნელოვანესი ცვლილებები მოახდინა არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ მთელ მსოფლიოში.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი (სტალინის ბიოგრაფი): „სტალინს რომ ინდუსტრიალიზაცია დაეწყო, რამაც შემდეგ საბჭოთა კავშირი მსოფლიო ლიდერებში გაიყვანა, აბსოლუტური ძალაუფლება სჭირდებოდა. ამას კი სტალინი ოპოზიციის დამარცხების გარეშე ვერ მოახერხებდა და სტალინმა ისეთი ნაბიჯები გადადგა, რამაც მას ამის შესაძლებლობა მისცა. არ მინდა, ვინმემ ეს სიტყვები ანტისემიტიზმად ჩამითვალოს და ეს არცაა ასე. უბრალოდ, მე ამას იმ პერიოდში გაბატონებული მდგომარეობის თვალნათლივ დასანახვებლად ვიყენებ. ერთი სიტყვით, სტალინს ძალაუფლების სრულ მოპოვებაში ხელს უშლიდა „რევოლუციური ებრაელობა“. ისინი პოლიტბიუროში უმრავლესობას წარმოადგენდნენ. მათი მთავარი დასაყრდენი კი, ეგრეთ წოდებული, „ებრაული კომუნისტური პარტია“ იყო, რომელიც ოფიციალურად ფუნქციონირებდა და არც მეტი და არც ნაკლები, მილიონ 500 ათას წევრს ითვლიდა. ეს იყო გრანდიოზული ძალა. ისინი გაფანტულნი იყვნენ მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. გაფანტულობაში უწესრიგობას კი არ ვგულისხმობ. ეს, უბრალოდ, ტერმინია. პირიქით, ეს იყო კარგად ორგანიზებული ძალა, რომელსაც ბევრი რამ ხელეწიფებოდა. და, რადგან ყველა ორგანო არჩევითი იყო, მათ გადამწყვეტი როლი ჰქონდათ ამ არჩევნებში და თავისუფლად შეეძლოთ სტალინის მომხრეებისთვის მოეგოთ. პარტიის წესდება კი, ფაქტობრივად, აკანონებდა ებრაელების ავტონომიურ როლს პარტიაში და სტალინი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.“

ებრაელებს ცარიზმის დამხობაში ლომის წილი მიუძღვით. არავისთვისაა საიდუმლო, რომ იატაკქვეშა რევოლუციური ორგანიზაციების 95 პროცენტი მათი შექმნილია. მათ ჯერ კიდევ „ოქტომბრის გადატრიალებამდე“ დიდი ხნით ადრე ჰქონდათ ჩამოყალიბებული „ებრაელთა კომუნისტური“ პარტია. ხოლო, როცა ძალაუფლება ბოლშევიკებმა მიიღეს, მათ ეს პარტია უკვე ლენინს დააკანონებინეს. მართალია, იმ პერიოდშივე არსებობდა რეგიონული კომუნისტური პარტიები. მაგრამ ასეთი ნაციონალური გამოკვეთილი სახელწოდება მხოლოდ მათ ჰქონდათ. ამ ყველაფერს კი ძალიან შორს მიმავალი გათვლები ჰქონდა. „ებრაელთა კომუნისტური პარტია“ ავტონომიური წარმონაქმნი იყო და მაშინაც კი არსებობდა და ეფექტურად ფუნქციონირებდა, როდესაც ყველა რეგიონული პარტია საერთო „კომუნისტურ პარტიაში“ გაერთიანდა. სტალინი მომენტს ელოდებოდა. მან შესანიშნავად იცოდა, რომ ეს ორგანიზაცია საბოლოოდ მის წინააღმდეგ გაილაშქრებდა და ებრაელები მას თავიდან უბრალო სქემით მოიშორებდნენ. ეს სქემა იყო ყრილობაზე ხმათა უმრავლესობით გადარჩევა. ხოლო ყველა ყრილობაზე კი ამ პარტიას ხმის აბსოლუტური უმრავლესობა ჰქონდა და შეფარდება 75:25 იყო. ანუ, სავარაუდო დელეგატთა სამი მეოთხედი ამ ავტონომიური წარმონაქმნის წარმომადგენელი იყო.

დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ინდუსტრიალიზაციის დაწყებამდე სტალინის თავზე ბნელი ღრუბლები იყო ჩამოწოლილი. მართალია, ტროცკი უკვე განდევნილი იყო, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავდა. აქ მთავარი ყრილობაზე ხმათა უმრავლესობა იყო და ეს ფაქტორი კი რადიკალურად სტალინის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. ყოველივე ამაზე მიუთითებდა ის აგენტურული ცნობებიც, რასაც სტალინი „ენკავედედან“ თავისი ერთგული თანამოაზრეებისგან იღებდა. ბელადმა იცოდა, რომ საჭირო იყო ამ წარმონაქმნის გაუქმება. ამისთვის კი პარტიის წესდება უნდა შეეცვალა. ხოლო ეს რომ განეხორციელებინა, საჭირო იყო ეს საკითხი პოლიტბიუროზე გაეტანა და ხმათა უმრავლესობით გაემარჯვა. პოლიტბიუროს წევრთა 70 პროცენტი კი სწორედ ებრაელები იყვნენ. არსებობდა დიდი რისკი, რომ სტალინის პროექტი მათ ჩაეგდოთ ხელთ, ერთმანეთს შეკვროდნენ და შემდგომ კი, მომავალ ყრილობაზე, უკვე სტალინი გადაერჩიათ. აი, სწორედ ამის გამო არ ჩქარობდა სტალინი. მან, პოლიტიკურ ინტრიგებში გამოწვრთინლმა, საკმაოდ მახვილგონივრულ მანევრს მიმართა: პოლიტბიუროს „მთავარი დამრტყმელი ძალა“, ზინოვიევ-კამენევის დუეტი დაიახლოვა. მათთან ძალაუფლების გაყოფაზე შეთანხმდა და როდესაც ასი პროცენტით დარწმუნდა, რომ პოლიტბიუროზე გაიმარჯვებდა, ეს საკითხი გაიტანა და მოიგო კიდეც. თუმცა, სტალინი ამაზე არ გაჩერებულა. პარტიის წესდება შეიცვალა და გაუქმდა რა ეს წარმონაქმნი, იქვე აღინიშნა, რომ ცხადდებოდა, ეგრეთ წოდებული, „ლენინის მიწვევა“. პარტიაში ახალი წევრების მიღება და, რომ გაუქმებული წარმონაქმნის წევრებს ეკრძალებოდათ იქ გაწევრიანება. ეს ნამდვილი შოკი იყო ყოფილი პარტიის გაცურებული წევრებისთვის. „ლენინურ მიწვევაში“ 2 მილიონი ადამიანი მიიღეს, მათი 95 პროცენტი არაებრაელი იყო და სტალინს აბსოლუტური ძალაუფლებისკენ გაეხსნა გზა.“

საბჭოთა ბელადმა სწრაფად და ეფექტურად გამოიყენა ყველა ბერკეტი და სრულფასოვანი მმართველი სწორედ ამ ბოლო ბარიერის გადალახვის შემდეგ გახდა.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

ნიკა ლაშაური

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

20-26 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი