კულინარია

ბადრიჯანი ნიგვზითა და სტაფილოთი ირმა სოხაძისგან

№17

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 02.05

ბადრიჯანი ნიგვზით
დაკოპირებულია

ირმა სოხაძე საყვარელი კერძის რეცეპტს "თბილისელებს" უზიარებს👇

მიყვარს კერძების კეთება, მეხერხება და ხშირად ვამზადებ ჩემეული ინტერპრეტაციით. თავადაც გურმანი ვარ და მიყვარს გემრიელი საჭმელი. ტკბილეულსა და ცომეულს ვერიდები, რომ სასურველი წონა შევინარჩუნო. სწორად ვიკვებები, შევიყვარე ის საკვები, რომელიც სასარგებლოა და დაბალკალორიული. უპირატესობას ვანიჭებ თევზს, ბოსტნეულს, მარცვლეულს, ხილს. მინდა, შემოგთავაზოთ უადვილესი, უგემრიელესი და გაზაფხულისთვის გათვლილი, ვიტამინებით მდიდარი და ნოყიერი კერძი – ბადრიჯანი ნიგვზითა და სტაფილოთი, რომელიც ნებისმიერს გამოუვა და დარწმუნებული ვარ, შეიყვარებს და არაერთხელ მოამზადებს.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 4 ცალი ბადრიჯანი

🔸 1,3 ჭიქა ნიგოზი

🔸 3 კბილი ნიორი, 1 თავი ხახვი

🔸 1 ცალი სტაფილო

🔸 1 კონა ქინძი

🔸 1 კონა შაშკვლავი

🔸 ცოტა მწვანე, ცხარე წიწაკა

🔸 მარილი და ძმარი – გემოვნებით, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ბადრიჯანს მოაჭერით ყუნწები, შუაზე გაჭერით, დაალაგეთ თუნუქის ფურცელზე, მოაყარეთ მარილი, მოასხით ზეთი და შეწვით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ დაიბრაწება. შემდეგ შეაგრილეთ. წვრილად გახეხეთ სტაფილო, დაუმატეთ წვრილად დაკეპილი ხახვი და ზეთში მოშუშეთ. შეურიეთ დანაყილი ნიგოზი, წიწაკა, ნიორი და მწვანილი. ბადრიჯნებს ამოაცალეთ გული, ისიც შეურიეთ მასას, შეანელეთ მარილითა და ძმრით და ჩააბრუნეთ გულამოცლილ ბადრიჯნებში. გააფორმეთ დაჭრილი მწვანილით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი