სტაფილოსა და ჩაშუშული კომბოსტოს რულეტი (სამარხვო)
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 07.04, 2021 წელი

გემრიელი სამარხვო რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇
საჭირო ინგრედიენტები: 2 ცალი სტაფილო, 200 გრამი კომბოსტო, 1 თავი ხახვი, 1 სადილის კოვზი ზეთი, 1 სადილის კოვზი ტომატ-პასტა, მარილი, პილპილი, მწვანილი – მოსართავად.
მომზადების წესი: წვრილად დაჭერით ხახვი, კომბოსტო კი – ძალიან წვრილად და გრძლად. ორივე ინგრედიენტი მოათავსეთ სქელძირიან ქვაბში, დაასხით ზეთი, 100 მილილიტრი წყალი და ჩაშუშეთ. მოაყარეთ მარილი და პილპილი, აურიეთ და ლანგარზე გადმოიღეთ.
ცოტა მსხვილი სტაფილო დაჭერით სიბრტყეზე თხელ ფირფიტებად და ჩაუშვით მდუღარე წყალში. გადმოიღეთ 2-3 წუთის შემდეგ და დაწურეთ. სტაფილოს დარბილებულ ნაჭრებზე მოათავსეთ ჩაშუშული კომბოსტო და გადაახვიეთ რულეტებად. ტომატ-პასტა გახსენით ცოტა მუღარე წყალში. სტაფილოს რულეტები ჩააწყვეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში, მოასხით ტომატ-პასტა და ჩაშუშეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. მოაყარეთ მსხვილად დაჭრილი მწვანილი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან