შოკოლადის პუდინგი ჟოლოთი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 20.06, 2021 წელი
ჟოლოს დესერტი „თბილისელებისგან“:
საჭირო ინგრედიენტები: 500 მილილიტრი რძე, 100 გრამი რძიანი შოკოლადი, 25 გრამი კარაქი, 4 სადილის კოვზი მანანის ბურღული, 100 გრამი ყავისფერი შაქარი, 100 გრამი ჟოლო, 4 სადილის კოვზი გახეხილი შოკოლადი.
მომზადების წესი: აადუღეთ რძე და ჩაუმატეთ შაქარი. მდუღარესვე შეურიეთ კარაქი და ნატეხებად დამტვრეული შოკოლადი. ურიეთ, რომ ყველაფერი გადნეს. ნელ-ნელა შეურიეთ მანანის ბურღული. ურიეთ და როცა შესქელდება, გადმოდგით ცეცხლიდან. შუშის ან ფაიფურის ფორმებს გამოავლეთ ცივი წყალი. ჩაასხით მასში ოდნავ შეგრილებული მასა და მოათავსეთ მაცივარში ორი საათი. მზა პუდინგი გამოიღეთ, გადმოატრიალეთ თეფშზე. მორთეთ ჯოლოთი და გახეხილი შოკოლადით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





