ჟოლოს ნამცხვარი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 29.05, 2021 წელი
გემრიელი რეცეპტი „თბილისელებისგან“:
საჭირო ინგრედიენტები: 250 გრამი ჟოლო – გაყინული ან „ცოცხალი“, 1 კვერცხი, 150 გრამი შაქარი, ფქვილი, 125 მილილიტრი კეფირი ან თხელი მაწონი, 100 გრამი კარაქი, ნახევარი ჩაის კოვზი სახამებელი, ნახევარი სადილის კოვზი კაკაო, მარილი, 1, 5 ჩაის კოვზი ცომის გამაფხვიერებელი, ვანილი, 25 გრამი შაქრის პუდრი, 80 გრამი ქოქოსის ფხვნილი.
მომზადების წესი: კარაქი გაადნეთ. ჟოლოს მოაყარეთ 1 ჩაის კოვზი სახამებელი. აურიეთ კარგად. თასში მოათავსეთ ერთი კვერცხი, შაქარი და კარგად ათქვიფეთ. დაუმატეთ გამდნარი კარაქი და კეფირი. აურიეთ ძალიან კარგად. შემდეგ შეურიეთ გამაფხვიერებელი, კაკაო, ვანილი, ფქვილი და მოამზადეთ სქელი არაჟანის სისქის ცომი. ჩაასხით ცხიმწასმულ ფორმაში. მოაყარეთ სახამებლიანი ჟოლო, ზემოდან კი – ქოქოსის ფხვნილი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 35-45 წუთის განმავლობაში.
გამოიღეთ და ცოტა რომ გაცივდება, მოაყარეთ შაქრის პუდრი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





