შემწვარი ღორის ხორცი სოუსით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 07.10, 2022 წელი

„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ უგემრიელესი შემწვარი ღორის ხორცი სოუსით.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 4 ნაჭერი უძვლო ღორის ხორცი
🔸 1 კბილი დაკეპილი ნიორი
🔸1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი.
სოუსისთვის:
🔸 მეოთხედი ჭიქა საქონლის ხორცის ბულიონი
🔸 მეოთხედი ჭიქა სოიის სოუსი
🔸 2 სადილის კოვზი ყავისფერი შაქარი
🔸 2 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი
🔸 მეოთხედი ჩაის კოვზი სქლად დაფქული წითელი წიწაკა
🔸 2 ჩაის კოვზი სიმინდის ფქვილი
🔸 2 სადილის კოვზი წყალი.
მომზადების წესი 👩🍳
ტაფაზე გააცხელეთ 1 სადილის კოზი ზეთი და შეწვით ღორის ხორცი. ხორცი გადმოიღეთ თეფშზე, ტაფაზე დარჩენილ ზეთში კი მოშუშეთ ნიორი 1 წუთის განმავლობაში. თასში მოათავსეთ საქონლის ხორცის ბულიონი, სოიის სოუსი, ყავისფერი შაქარი, 2 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი, წითელი წიწაკა და ურიეთ შაქრის გადნობამდე. ხორცი ხელახლა დააწყვეთ ტაფაზე, ზემოდან მოასხით სოიის სოუსის ნაზავი და ადუღეთ თავდახურული დაბალ ტემპერატურაზე, დაახლოებით, 30–35 წუთით, სანამ ხორცი არ დარბილდება. ხორცი გადმოიღეთ თეფშზე. ცალკე კი კარგად აურიეთ სიმინდის ფქვილი და წყალი, დაუმატეთ ტაფაში სოუსს და ადუღეთ გასქელებამდე, დაახლოებით 5 წუთით. შემდეგ კი მოასხით ხორცს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან