საზაფხულო სალათა ლავაშით, ლიმონითა და პიტნით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 30.06, 2022 წელი

„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ საზაფხულო სალათა ლავაშით, ლიმონითა და პიტნით.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 1 ცალი ლავაში
🔸 1 ცალი კიტრი
🔸 2 ცალი პომიდორი
🔸 1 ცალი ლიმონი
🔸 რამდენიმე ღერი მწვანე ხახვი, 1 კონა ოხრახუში, ნახევარი კონა ქინძი, ნახევარი კონა პიტნა
🔸 2 კბილი ნიორი
🔸 4-5 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი
🔸 მარილი და შავი პილპილი კი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ნიორი დანაყეთ და დაასხით 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი. გაჭერით ლავაში ორად და დაბრაწეთ ღუმელში, 160 გრადუსზე, შემდეგ დატეხეთ ნატეხებად და მოასხით დარჩენილი ლიმონის წვენი. კიტრი და პომიდორი დაჭერით. წვრილად დაჭერით მწვანილი. ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში, მოაყარეთ მარილი და პილპილი. ნივრისა და ლიმონის წვენის მასას დაასხით ზეითუნის ზეთი, შეანჯღრიეთ და მოასხით სალათას.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან