კულინარია

საქონლის ხორცის რულეტი ყველით

№46

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 24.11, 2022 წელი

საქონლის ხორცის რულეტი
ყველით
დაკოპირებულია

„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ უგემრიელესი საქონლის ხორცის რულეტი ყველით.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 კილოგრამი საქონლის რბილი ხორცი

🔸 20 გრამი მაგარი სახეობის ყველი

🔸 400 მილილიტრი ტომატის წვენი

🔸 1 თავი ხახვი

🔸 3 სადილის კოვზი თეთრი

🔸 მშრალი ღვინო

🔸 2 კვერცხი

🔸 3 სადილის კოვზი საფანელი

🔸 1 კონა ოხრახუში

🔸 2 კბილი ნიორი

🔸 ცოტა ბაზილიკი და ორეგანო

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ნიორი დაჭერით წვრილად, დაუმატეთ მარილი, საფანელი, ოხრახუში, ბაზილიკი, ორეგანო, კვერცხი და კარგად აურიეთ. ჩაუმატეთ გახეხილი ყველი და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გაჭერით საქონლის ხორცი სიგრძეზე, მოაყარეთ მარილი და პილპილი. მასზე თანაბრად გაანაწილეთ გულსართი. ხორცი გადაახვიეთ რულეტად და შეკარით თოკით. ღრმა ტაფაზე დაყარეთ ნახევარრგოლებად დაჭრილი ხახვი, მასზე მოათავსეთ რულეტი, დაასხით ტომატის წვენი და ღვინო. გადააფარეთ ტაფას ფოლგა და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 2 საათით. გააგრილეთ რულეტი, მოაცალეთ თოკი და შემდეგ დაჭერით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი