კულინარია

ლაზანია კომბოსტოთი

№47

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 28.11, 2022 წელი

ლაზანია კომბოსტოთი
დაკოპირებულია

გემრიელი ლაზანიას რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 600 გრამი კომბოსტო

🔸 400 გრამი ძროხის ხორცის ფარში

🔸 1 თავი ხახვი

🔸 2 კბილი ნიორი

🔸 2 ცალი პომიდორი

🔸 2 სადილის კოვზი ზეთი

🔸 2 ჩაის კოვზი ტკბილი წიწაკა

🔸 მესამედი ჩაის კოვზი შავი პილპილი, მარილი.

სოუსი:

🔸 2 სადილის კოვზი კარაქი

🔸2 ჭიქა რძე

🔸 2 სადილის კოვზი ფქვილი

🔸 ცოტა მუსკატის კაკალი

🔸 200 გრამი მაგარი ყველი

🔸 მარილი და პილპილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

დაშალეთ კომბოსტო, დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ. შიგთავსისთვის წვრილად დაჭერით ხახვი და ნიორი. მოშუშეთ ტაფაზე ზეთში და დაუმატეთ ფარში. აურიეთ რამდენჯერმე. შემდეგ დაუმატეთ კანგაცლილი და კუბიკებად დაჭრილი პომიდორი, მოაყარეთ წიწაკა, ცოტა მარილი და პილპილი. აურიეთ კარგად.

სოუსისთვის ტაფაზე გაადნეთ კარაქი. მოშუშეთ მასზე ფქვილი, ნელ-ნელა შეურიეთ თბილი რძე, ისე, რომ ფქვილი კარგად გაიხსნას. დაუმატეთ მუსკატის კაკალი და ნელი მორევით აადუღეთ. შეურიეთ ცოტა მარილი და პილპილი. ბოლოს კი – გახეხილი ყველი. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი. გადაწურეთ კომბოსტოს ფოთლები, მოაშორეთ მაგარი ნაწილები და ჩააფინეთ გამოსაცხობ ფორმაში. დაფარეთ ერთი ფენა ფარშით და მოასხით სოუსის ნახევარი. ზემოდან ისევ დაალაგეთ კომბოსტოს ფოთლები. კიდევ დაფარეთ ფარშით და მოასხით სოუსი და მოუსწორეთ ზედაპირი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და გამოაცხვეთ 40 წუთის განმავლობაში, 200 გრადუსზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი