კულინარია

ხორცი ბოსტნეულით შემწვარ კარტოფილში

№46

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 21.11, 2022 წელი

ხორცი ბოსტნეულით
დაკოპირებულია

ხორცის და ბოსტნეულის მარტივი და გემრიელი კერძის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸250 გრამი ძროხის ხორცი

🔸 5 ცალი კარტოფილი

🔸1 ცალი პომიდორი

🔸 ნახევარი ბულგარული წიწაკა

🔸1 ცალი კიტრი

🔸 რამდენიმე ფოთოლი კომბოსტო, ნახევარი ჩაის კოვზი ორეგანო

🔸 1 სადილის კოვზი ძმარი

🔸 1 სადილის კოვზი სოიის სოუსი

🔸 2 სადილის კოვზი ზეთი

🔸 თეთრი და შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ხორცი დაჭერით მომცრო კუბიკებად, მოაყარეთ მარილი და ორივე წიწაკა. მოასხით ძმარი, სოიის სოუსი და აურიეთ. გააჩერეთ 20 წუთი. კომბოსტო დაჭერით ძალიან წვრილ ჩხირებად, დანარჩენი ბოსტნეული – წვრილად. უყავით ორეგანო. კარტოფილი გათალეთ და გახეხეთ. უყავით მარილი და შავი პილპილი. ძალიან ცხელ ტაფაზე დაასხით ზეთი და შეწვით მასზე კარტოფილი ერთ ფენად, ორივე მხრიდან. ბლინივით უნდა იყოს. ხორცი მარინადიანად მოათავზეთ ზეთიან, ცხელ ტაფაზე, დააფარეთ თავსახური და შუშეთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოხადეთ თავსახური და კარგად მოხრაკეთ. კარტოფილის ბლინის ერთ მხარეს მოათავსეთ ხორცი და ბოსტნეული. გადაკეცეთ. მოასხით ტკბილი კეტჩუპი და მზად არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №6

6- 12 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი