ქათმის სალათა სოკოთი და ბარდით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 16.09, 2022 წელი

გემრიელი ქათმის სალათის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 1 ქილა დაკონსერვებული სოკო
🔸 2 ნაჭერი ქათმის მკერდის ფილე
🔸 1 თავი ხახვი
🔸 5 ცალი მჟავე კიტრი
🔸 1 ქილა დაკონსერვებული ბარდა
🔸 2 ცალი სტაფილო
🔸 1 შეკვრა მაიონეზი
🔸 ცოტა ზეითუნის ზეთი
🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ქათმის მკერდის ფილე ორივე მხარეს მარილითა და პილპილით შეაზავეთ, დაალაგეთ ზეთიან ცხელ ტაფაზე და შეწვით. როცა შეიბრაწება, დაჭერით პატარა კუბიკებად ან დააქუცმაცეთ. ბარდა და სოკო გადაწურეთ და გადაავლეთ ცივი წყალი. მჟავე კიტრი დაჭერით პატარა კუბიკებად. ცხელ ტაფაზე მოშუშეთ გახეხილი სტაფილო და რგოლებად დაჭრილი ხახვი. გააგრილეთ. ერთმანეთს შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, მოასხით მაიონეზი და კარგად აურიეთ.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან