ქათმის სალათა ბრინჯით და სიმინდის მარცვლებით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 07.07, 2022 წელი

„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ უგემრიელესი ქათმის სალათა ბრინჯით და სიმინდის მარცვლებით.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 1 კილოგრამი ქათმის ფილე
🔸 2 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
🔸 2 ცალი მწვანე ბულგარული წიწაკა
🔸 1 ქილა მოხარშული სიმინდის მარცვლები
🔸 100 გრამი გრძელი ბრინჯი
🔸 1 შეკვრა მაიონეზი
🔸 1 კონა ქინძი, 1 კონა კამა, მარილი და წიწაკა – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ფილე მოხარშეთ, დაანაწევრეთ, დაჭერით ბულგარული წიწაკა. დაამატეთ სიმინდი, მოხარშული ბრინჯი, მაიონეზი, დაჭრილი ქინძი, კამა, წიწაკა და მარილი კი – გემოვნებით.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან