კულინარია

ქათმის ფილე მდოგვით, მაიონეზით, ნივრითა და თაფლით ხატია წერეთლისგან

№25

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 28.06, 2022 წელი

ხატია წერეთელის კერძი
დაკოპირებულია

ხატია წერეთელი საყვარელი კერძის რეცეპტს ,,თბილისელებს" უზიარებს 👇

კუ­ლ­ი­ნ­ა­რ­ია ჩე­მ­თ­ვ­ის გა­ნ­ტ­ვ­ი­რ­თ­ვ­ის ერთ-ერ­თი სა­შ­უ­ა­ლ­ე­ბ­აა, გა­ნ­ს­ა­კ­უ­თ­რ­ე­ბ­ით კა­რ­გ­ად გა­მ­ო­მ­დ­ის ცო­მ­ე­უ­ლი, წვნი­ა­ნ­ე­ბი, სა­ლ­ა­თ­ე­ბი. გუ­რ­მ­ა­ნი სა­ე­რ­თ­ოდ არ ვარ და მხო­ლ­ოდ იმ­დ­ე­ნს ვჭამ, რაც არ­ს­ე­ბ­ო­ბ­ი­ს­თ­ვ­ის არ­ის სა­ჭ­ი­რო. მო­მ­ზ­ა­დ­ე­ბა მი­ყ­ვ­ა­რს, ჭა­მა – არა. წო­ნ­ას რაც შე­ე­ხ­ე­ბა, სა­კ­ვ­ე­ბ­ის შე­ზ­ღ­უ­დ­ვ­ე­ბს არ ვა­წ­ე­ს­ებ. ყვე­ლ­ა­ფ­ე­რს მხო­ლ­ოდ მცი­რე ულ­უ­ფ­ე­ბ­ით მი­ვ­ი­რ­თ­მ­ევ. კა­რ­ტ­ო­ფ­ი­ლ­ის გა­რ­და, ცხი­მ­ში შე­მ­წ­ვ­ა­რი არ­ა­ფ­ე­რი მი­ყ­ვ­ა­რს. ჩე­მი ძი­რ­ი­თ­ა­დი სა­კ­ვ­ე­ბი ცო­ც­ხ­ა­ლი სა­ლ­ა­თ­ე­ბი და ბო­ს­ტ­ნ­ე­უ­ლ­ის წვნი­ა­ნ­ე­ბ­ია. ჟუ­რ­ნ­ალ „თბი­ლ­ი­ს­ე­ლ­ე­ბ­ის“ გუ­რ­მ­ან მკი­თ­ხ­ვ­ე­ლ­ე­ბს კი შე­ვ­თ­ა­ვ­ა­ზ­ებ შე­მ­წ­ვ­ა­რი ქა­თ­მ­ის ფი­ლ­ეს მო­მ­ზ­ა­დ­ე­ბ­ას მდო­გ­ვ­ით, მა­ი­ო­ნ­ე­ზ­ით, ნი­ვ­რ­ი­თა და თა­ფ­ლ­ით, რო­მ­ე­ლ­იც ძა­ლ­ი­ან გე­მ­რ­ი­ე­ლი და უც­ხო გე­მ­ოს სა­ჭ­მ­ე­ლ­ია.

სა­ჭ­ი­რო ინ­გ­რ­ე­დ­ი­ე­ნ­ტ­ე­ბ­ი:

🔸 4 ნა­ჭ­ე­რი ქა­თ­მ­ის ფი­ლე

🔸 30 გრა­მი მდო­გ­ვი

🔸 50 გრა­მი მა­ი­ო­ნ­ე­ზი

🔸 40 გრა­მი თა­ფ­ლი

🔸 3 კბი­ლი ნი­ო­რი

🔸 30 გრა­მი მზე­ს­უ­მ­ზ­ი­რ­ის ზე­თი

🔸 მა­რ­ი­ლი – გე­მ­ო­ვ­ნ­ე­ბ­ით.

მო­მ­ზ­ა­დ­ე­ბ­ის წე­სი 👩‍🍳

აუ­რ­ი­ეთ მდო­გ­ვი და ზე­თი, და­უ­მ­ა­ტ­ეთ გა­ჭ­ყ­ლ­ე­ტ­ი­ლი ნი­ო­რი, ას­ე­ვე, მა­ი­ო­ნ­ე­ზი, მა­რ­ი­ლი და თა­ფ­ლი. გა­ჭ­ე­რ­ით ფი­ლე შუ­ა­ზე და და­ბ­ე­გ­ვ­ეთ. შე­მ­დ­ეგ, ამ­ო­ა­ვ­ლ­ეთ ფი­ლე მო­მ­ზ­ა­დ­ე­ბ­ულ მა­რ­ი­ნ­ა­დ­ში და გა­ა­ჩ­ე­რ­ეთ 2 სა­ა­თი. და­ა­ფ­ი­ნ­ეთ სა­ც­ხ­ობ ფო­რ­მ­ა­ზე პე­რ­გ­ა­მ­ე­ნ­ტი, გა­დ­ა­ი­ტ­ა­ნ­ეთ მა­ს­ზე ფი­ლ­ეს ნა­ჭ­რ­ე­ბი, ზე­მ­ო­დ­ან მო­ა­ს­ხ­ით და­რ­ჩ­ე­ნ­ი­ლი სო­უ­სი და შე­წ­ვ­ით 180 გრა­დ­უ­ს­ზე, 40 წუ­თ­ის გა­ნ­მ­ა­ვ­ლ­ო­ბ­ა­ში.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა