გუფთა ყველითა და სოკოთი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 08.11, 2022 წელი

გემრიელი გუფთების რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 400 გრამი ძროხისა და ღორის ხორცის შერეული ფარში
🔸300 გრამი ხახვი – 100 გრამი ფარშში და 200 გრამი – სოუსში
🔸 150 გრამი ბრინჯი
🔸 200 გრამი სოკო
🔸 4 სადილის კოვზი ზეთი
🔸 600 მილილიტრი რძე
🔸 100 გრამი ფქვილი
🔸 100 გრამი ყველი „ფეტა“
🔸 მარილი, შავი პილპილი.
მომზადების წესი 👩🍳
ბრინჯი მოხარშეთ და გააცივეთ. თასში მოათავსეთ ფარში. შეურიეთ დაქუცმაცებული ხახვი, ბრინჯი, მარილი და პილპილი. აურიეთ ძალიან კარგად და მოათავსეთ მაცივარში. ერთი საათის შემდეგ გამოიღეთ, გააკეთეთ გუფთები და ამოგანგლეთ ფქვილში.
სოკო და ხახვი დაჭერით და მოშუშეთ ზეთში. ცეცხლგამძლე თასში გააცხელეთ ზეთი და შეწვით გუფთები ორივე მხრიდან. მოაყარეთ მოშუშული სოკო და ხახვი. ფქვილი გახსენით რძეში, ისე, რომ ერთგვაროვან მასად იქცეს. მოასხით გუფთებს და მიიყვანეთ ადუღებამდე. ყველი დაჭერით კუბიკებად, ჩაყარეთ სოუსში და ნელი მორევით გაადნეთ. შუშეთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში. მარილი არ დასჭირდება, რადგან ყველის მარილიც საკმარისი იქნება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან