ღვეზელი ხორცის შიგთავსით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 20.09, 2022 წელი
![ღვეზელი ხორცის შიგთავსით ღვეზელი ხორცის შიგთავსით](/files/2022/09/16/5716/ghvezeli-khortsis-shigtavsit_w_h.jpeg)
ხორცის ღვეზელის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 300 გრამი ხაჭო
🔸 600 გრამი ფქვილი
🔸 75 მილილიტრი რძე
🔸 75 გრამი ზეთი
🔸 1 სადილის კოვზი შაქარი
🔸 1 შეკვრა გამაფხვიერებელი
🔸 500 გრამი შერეული ფარში
🔸 2 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი
🔸 2 ცალი პომიდორი
🔸 2 სადილის კოვზი ტომატ-პასტა
🔸 350 გრამი მაგარი ყველი
🔸 1 ჩაის კოვზი მშრალი ქონდარი
🔸 1 ჩაის კოვზი როზმარინი
🔸 შავი პილპილი
🔸 100 მილილიტრი წითელი ღვინო
🔸 1 კვერცხი, ოხრახუში, მარილი.
მომზადების წესი 👩🍳
ხაჭოს შეურიეთ რძე, ზეთი, შაქარი, მარილი, კვერცხი და აურიეთ ძალიან კარგად. ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი და ამის შემდეგ გადაურიეთ ხაჭოს მასაში. მოზილეთ ცომი. ცომი გაყავით ორ – დიდ და პატარა – ნაწილად. დააფარეთ ნოტიო პირსახოცი და აცადეთ „ამოვიდეს“.
მოამზადეთ ფარში: ტაფაზე ჯერ მოშუშეთ ფარში. შეურიეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი. შემდეგ ტომატი. ცოტა ჩაშუშეთ. დაასხით ღვინო. დაუმატეთ კანგაცლილი, წვრილად დაკეპილი პომიდორი და ადუღეთ 10-15 წუთი. ბოლოს დაუმატეთ მარილი, პილპილი, ქონდარი, როზმარინი და წვრილად დაჭრილი მწვანილი.
ცომის დიდი ნაწილი გააბრტყელეთ მართკუთხედად. მოაყარეთ მსხვილად გახეხილი ყველი და გადაახვიეთ რულეტივით. ცომის მეორე ნაწილი გააბრტყელეთ ისე, რომ ორი თანაბარი წრე მიიღოთ. ერთი ჩადეთ ფორმაში (სასურველია ფორმა 24 სანტიმეტრი დიამეტრის იყოს), წაუსვით ხორციანი შიგთავსის ნახევარი, დააფარეთ მეორე ცომი, წრიულად დაადეთ რულეტი და შუა ნაწილი ისევ ფარშით შეავსეთ. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 20-25 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან