კულინარია

ღვეზელი შოკოლადით და ჟოლოთი

№34

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 03.09, 2022 წელი

გვეზელი შოკოლადითა და
სოკოთი
დაკოპირებულია

შოკოლადის ღვეზელის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

ბისკვიტი – 60 გრამი ფქვილი, 60 გრამი ყავისფერი შაქარი, 60 გრამი კარაქი, 60 გრამი შავი შოკოლადი, 3 ცალი კვერცხი, სულ ცოტა მარილი.

გულსართი: 75 გრამი შავი შოკოლადი, 50 გრამი კარაქი, 60 გრამი ჟოლო, 1 ჩაის კოვზი ლიქიორი, 30 მილილიტრი ნაღები, 10 გრამი ყავისფერი შაქარი.

ჟოლოს მარმალადი: 230 გრამი ჟოლო, ჟელატინი, 80 გრამი ყავისფერი შაქარი, ცოტა დარიჩინი.

შოკოლადის მუსი: 75 გრამი შავი შოკოლადი, 15 გრამი ყავისფერი შაქარი, 150 გრამი ნაღები, 2 გრამი ჟელატინი, კვერცხის გული.

მომზადების წესი 👩‍🍳

მოამზადეთ ბისკვიტის ინგრედიენტები. კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ. კვერცხის გულები და შაქარი კარგად ასრისეთ ერთად. ცილა კი ცალკე ათქვიფეთ ღრუბელივით და ნელ-ნელა შეურიეთ შაქარი, შოკოლადი, კარაქი და ერთად გაადნეთ, ცხელი წყლის აბაზანაზე. კვერცხის გულსა და შაქარს ჯერ ნელ-ნელა დაუმატეთ გამდნარი კარაქიანი შოკოლადი. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, მარილი და აურიეთ. ეს არის ცომი. ჩაასხით ფორმაში (24 სანტიმეტრის დიამეტრით) და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე. 20 წუთი დასჭირდება.

ჟოლო დააბლენდერეთ. შეურიეთ ცოტა წყალში გამდნარი ჟელატინი და დადგით დაბალ ცეცხლზე. შეურიეთ შაქარი. მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუმატეთ დარიჩინი და გადმოდგით.

დაასხით ეს მასა სილიკონის დაფაზე და აცალეთ გამაგრდეს.

შაქარი აქციეთ პუდრად. ჟოლო დააქუცმაცეთ, შეურიეთ შაქრის პუდრი, ნაღები, ლიქიორი, აურიეთ, გაათბეთ 60 გრადუსამდე და შეურიეთ შოკოლადი. ბოლოს დაუმატეთ კარაქი, აურიეთ და გააცივეთ მაცივარში, მინიმუმ, 4 საათი.

შოკოლადის მუსი: ჟელატინი დაალბეთ ნაღებში და გაათბეთ ცხელი წლის აბაზანაზე. ცალკე გაადნეთ შოკოლადი და შეურიეთ. ათქვიფეთ ერთი კვერცხის გული და შაქარი, დაუმატეთ ჟელატინიან მასას და კარგად აურიეთ. ბისკვიტი გაყავით ორ ნაწილად სიბრტყეზე. ერთს წაუსვით ის მასა, რომელიც მაცივარში შეინახეთ და დააფარეთ ნამცხვრის მეორე ფენა. დაადეთ ჟოლოს მარმალადის ფენა. მოასხით შოკოლადის მუსი. ნამცხვარი მოათავსეთ მაცივარში 6-8 საათით. გამოიღეთ და მორთეთ ჟოლოთი.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი