ბროკოლის მსუბუქი კრემ-სუპი თაკო ცქვიტინიძისგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 20.10, 2022 წელი
თაკო ცქვიტინიძე საყვარელი კერძის რეცეპტს ,,თბილისელებს" უზიარებს 👇
განსაკუთრებულად მიყვარს იტალიური სამზარეულო. ჩემთვის ყველაზე გემრიელი კერძი პასტაა. თუმცა, შემიძლია, თამამად ვთქვა, ქართველებისნაირი კერძები, არც ერთ ქვეყანას არ აქვს და ამაში მაგრები ვართ. რომ გითხრათ, გადასარევი კულინარი ვარ-მეთქი, მოგატყუებთ, თან სულ გადარბენა მაქვს და იშვიათად ვამზადებ. უფრო სახლის დალაგება მიყვარს, სამზარეულო – ნაკლებად, თუმცა კარგი ხელი მაქვს და ყველაფერი გემრიელი გამომდის. ბოლო-ბოლო გურული ვარ. განსაკუთრებით მოსწონთ ჩემი მომზადებული წვნიანები – მაწვნის სუპი, ბორშჩი, კრემ-სუპები... მინდა შემოგთავაზოთ, გემრიელი, ადვილად მოსამზადებელი და იმავდროულად ჯანსაღი ბროკოლის მსუბუქი კრემ-სუპი, რომელიც ყველას გემოვნებას დააკმაყოფილებს. ცხელი შეგიძლიათ მიირთვათ გახეხილ ყველთან ან ნაღებთან ერთად.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 400 გრამი ბროკოლი
🔸 4 ჭიქა ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი
🔸2 ცალი კარტოფილი
🔸 1 კონა ოხრახუში
🔸 2 კბილი ნიორი
🔸 ცოტა ზეითუნის ზეთი
🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ნიორი დაკეპეთ, ბროკოლი დაანაწევრეთ, კარტოფილი გაფცქვენით, დაჭერით და მსუბუქად მოშუშეთ ზეითუნის ზეთში. შემდეგ, დაასხით ბულიონი და მოხარშეთ. ბოლოს წვნიანი ბლენდერით ათქვიფეთ და მოაყარეთ მარილი, პილპილი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან








