კულინარია

მობრაწულა კარტოფილით, ყველითა და ღორის ხორცით სალომე ბაკურაძისგან

№18

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 09.05

სალომე ბაკურაძის კერძი
დაკოპირებულია

სალომე ბაკურაძე საყვარელი კერძის რეცეპტს "თბილისელებს" უზიარებს👇

საკმაოდ კარგი ხელი მაქვს და გემრიელ კერძებსაც ვამზადებ. თუ რამე მოვინდომე, აუცილებლად გამომივა. გადასარევად ვამზადებ ტრადიციულ კერძებს. გურმანი ვარ, მიყვარს გემრიელი საკვები, განსაკუთრებით საზაფხულო, პიკანტური და მსუბუქი სალათები. წლებია, ვცდილობ, წონაში არ მოვიმატო, სწორად ვიკვებო, ვაკონტროლო მადა და გვიან მირთმევას მოვერიდო. ჟურნალ „თბილისელების“ ერთგულ მკითხველს კი შემიძლია, შევთავაზო მობრაწულა კარტოფილით, არაჟნით, ყველითა და ღორის ხორცით, რომელიც ყველას გამოუვა და ძალიან გემრიელია.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸100 გრამი არაჟანი

🔸 800 გრამი კარტოფილი

🔸 400 გრამი ღორის ხორცი

🔸 1 თავი ხახვი

🔸 200 გრამი მაგარი სახეობის ყველი

🔸 1 სადილის კოვზი მდოგვი

🔸 მარილი და პილპილი კი – გემოვნებით, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ღორის ხორცი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. ოდნავ დაბეგვეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი. ცეცხლგამძლე ფორმას წაუსვით ზეთი, დაალაგეთ მასზე ხორცი ერთ ფენად ისე, რომ ხორცის ნაჭრები საკმაოდ მჭიდროდ იყოს ერთმანეთთან. წაუსვით ხორცს მდოგვი, ზემოდან მოაყარეთ თხელ წრეებად დაჭრილი ხახვი. კარტოფილი გათალეთ, დაჭერით თხელ ნაჭრებად და გაანაწილეთ ხორცზე. მოაყარეთ მარილი და პილპილი, ასევე, გახეხილი ყველი. ზემოდან კი გადაუსვით არაჟანი. ფორმას გადააკარით ფოლგა და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ აირღუმელში. 30 წუთის შემდეგ, მოხსენით ფოლგა და დაბრაწეთ 15 წუთის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი