ახალი კარტოფილის სალათა ორაგულით, ბოლოკითა და კვერცხით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 10.04, 2021 წელი
გემრიელი კარტოფილის სალათის რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇
საჭირო ინგრედიენტები: 300 გრამი ახალი კარტოფილი, 4 კვერცხი, 100 გრამი ბოლოკი, 1 კონა სალათის ფურცელი, 250 გრამი შებოლილი ორაგული. სოუსისთვის – 3 სუფრის კოვზი ცხარე ჩილის სოუსი, 1 სუფრის კოვზი დაჭრილი მწვანე ხახვი, 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ახალი კარტოფილი გარეცხეთ, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ადუღებული წყალი და ხარშეთ 6-10 წუთი. შემდეგ, გადაიტანეთ საწურზე, რომ ზედმეტი სითხე დაიწუროს. მოხარშეთ მაგრად კვერცხი, გადაავლეთ ცივი წყალი, გაფცქვენით და დაჭერით ოთხად. სალათის ფურცლები ხელით დახიეთ და მოათავსეთ სასალათეში დაჭრილ ბოლოკთან და მოხარშულ კარტოფილთან ერთად. ხელით დაძენძეთ შებოლილი ორაგული, დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ცალკე ჯამში ერთმანეთს შეურიეთ სოუსის ყველა ინგრედიენტი და მოასხით სალათას. ზემოდან კი მორთეთ დაჭრილი კვერცხით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან