კულინარია

ბო­ს­ტ­ნ­ე­უ­ლ­ის სა­ლ­ა­თა ორ­ა­გ­უ­ლ­ითა და ბრი­ნ­ჯ­ით ნუ­ცა შა­ნ­შ­ი­ა­შ­ვ­ი­ლ­ი­ს­გ­ან

№11

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 25.03, 2021 წელი

ნუცა შანშიაშვილის კერძი
დაკოპირებულია

ნუცა შანშიაშვილის კერძის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

მი­ყ­ვ­ა­რს ჩე­მ­თ­ვ­ის უც­ნ­ო­ბი და გა­ნ­ს­ხ­ვ­ა­ვ­ე­ბ­უ­ლი კე­რ­ძ­ე­ბ­ის და­გ­ე­მ­ო­ვ­ნ­ე­ბა. უპ­ი­რ­ა­ტ­ე­ს­ო­ბ­ას ცო­ც­ხ­ალ ბო­ს­ტ­ნ­ე­უ­ლ­სა და ჯა­ნ­ს­აღ კვე­ბ­ას ვა­ნ­ი­ჭ­ებ. ვცდი­ლ­ობ, ორ­გ­ა­ნ­ი­ზ­მი მძი­მე სა­კ­ვ­ე­ბ­ით არ გა­დ­ა­ვ­ტ­ვ­ი­რ­თო და ამ­ით ზი­ა­ნი არ მი­ვ­ა­ყ­ე­ნო. ასე წო­ნ­ა­შ­იც არ ვი­მ­ა­ტ­ებ. ვერ ვი­ტ­ყ­ვი, გა­დ­ა­ს­ა­რ­ე­ვი კუ­ლ­ი­ნ­ა­რი ვარ-მე­თ­ქი, თუ­მ­ცა, რა­ს­აც მო­ვ­ი­ნ­დ­ო­მ­ებ, ვა­კ­ე­თ­ებ და გე­მ­­რი­ე­ლ­იც გა­მ­ო­მ­დ­ის. ზო­გ­ა­დ­ად, მი­მ­ა­ჩნ­ია, რომ ჯა­ნ­ს­ა­ღი და სწო­რი კვე­ბა, იმ­ა­ვ­დ­რ­ო­უ­ლ­ად, ვა­რ­ჯ­ი­ში და სუ­ფ­თა ჰა­ე­რ­ზე სი­ა­რ­უ­ლი, ად­ა­მ­ი­ა­ნ­ის ყო­ვ­ე­ლ­დ­ღ­ი­უ­რ­ო­ბა და პრი­ო­რ­ი­ტ­ე­ტი უნ­და იყ­ოს. ახ­ლა კი, გა­ს­წ­ა­ვ­ლ­ით, ბო­ს­ტ­ნ­ე­უ­ლ­ის სა­კ­მ­ა­ოდ მსუ­ბ­უ­ქი და გე­მ­ი­რ­ე­ლი სა­ლ­ა­თ­ის მო­მ­ზ­ა­დ­ე­ბ­ას ორ­ა­გ­უ­ლ­ი­თა და ბრი­ნ­ჯ­ით.

სა­ჭ­ი­რო ინ­გ­რ­ე­დ­ი­ე­ნ­ტ­ე­ბი: 300 გრა­მი ორ­ა­გ­უ­ლ­ის ფი­ლე, 200 გრა­მი ბრი­ნ­ჯი, 200 გრა­მი ყა­ბ­ა­ყი, 1 ცა­ლი ლი­მ­ო­ნ­ის წვე­ნი, ცო­ტა ბრო­წ­ე­უ­ლ­ის მა­რ­ც­ვ­ლ­ე­ბი, 2 ცა­ლი ბო­ლ­ო­კი, 1 კვე­რ­ც­ხი, ზე­ი­თ­უ­ნ­ის ზე­თი, მა­ი­ო­ნ­ე­ზი, მა­რ­ი­ლი და პი­ლ­პ­ი­ლი – გე­მ­ო­ვ­ნ­ე­ბ­ით, ქი­ნ­ძი.

მო­მ­ზ­ა­დ­ე­ბ­ის წე­სი: ორ­ა­გ­უ­ლ­ის ფი­ლ­ეს მო­ა­ყ­ა­რ­ეთ პი­ლ­პ­ი­ლი და მა­რ­ი­ლი, მო­ა­ს­ხ­ით ლი­მ­ო­ნ­ის წვე­ნი, ზე­ი­თ­უ­ნ­ის ზე­თი და და­ჭ­რ­ილ ყა­ბ­ა­ყ­თ­ან ერ­თ­ად აი­რ­ღ­უ­მ­ე­ლ­ში გა­მ­ო­ა­ც­ხ­ვ­ეთ. მო­ხ­ა­რ­შ­ულ და გა­ც­ი­ვ­ე­ბ­ულ ბრინჯს და­უ­მ­ა­ტ­ეთ პა­ტ­ა­რა ნა­ჭ­რ­ე­ბ­ად და­ნ­ა­წ­ე­ვ­რ­ე­ბ­უ­ლი თე­ვ­ზი, ყა­ბ­ა­ყი და ბო­ლ­ო­კი, ას­ე­ვე და­ა­მ­ა­ტ­ეთ ბრო­წ­ე­უ­ლ­ის მა­რ­ც­ვ­ლ­ე­ბი, და­ჭ­რ­ი­ლი კვე­რ­ც­ხი, მა­ი­ო­ნ­ე­ზი – გე­მ­ო­ვ­ნ­ე­ბ­ით და კა­რ­გ­ად ამ­ო­უ­რ­ი­ეთ. გა­ა­ფ­ო­რ­მ­ეთ ქი­ნ­ძ­ის ქო­რ­ფა ფო­თ­ლ­ე­ბ­ით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი