იუმორი

ჟან-ჟაკ რუსო რუსეთის შესახებ 250 წლის წინ

№17

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 04.05

იუმორი „თბილისელებისგან“
დაკოპირებულია

„ახალაზრდობა უმწიფრობა როდია. ხალხებს, ადამიანთა მსგავსად, აქვთ ყრმობის პერიოდი ანდა, თუ გნებავთ, სიმწიფის პერიოდი. ამიტომ სანამ ხალხებს კანონებს დაუქვემდებარებდეთ, ჯერ მათ სიმწიფის დადგომას უნდა დაელოდოთ; მაგრამ ხალხის მოწიფულობა ყოველთვის იოლი შესაცნობი როდია; თუ მას ვერ ეღირსე, მაშინ მთელი გარჯა ამაო იქნება. ზოგი ხალხი დისციპლინისათვის გაჩენისთანავეა მომწიფებული, ზოგს კი ამისთვის ათი საუკუნეც არ ჰყოფნის.

რუსეთი ვერასოდეს იქნება ჭეშმარიტად ცივილიზებული, ვინაიდან იგი დროზე ადრე ეზიარა ცივილიზაციას. პეტრეს მიბაძვის უნარი გააჩნდა, მაგრამ მას არ ჰქონდა ჭეშმარიტი ნიჭი, ისეთი, რომელიც არაფრისგან ყველაფერს აკეთებს და ქმნის. ზოგიერთი რამ მან კარგი გააკეთა, უმეტეს შემთხვევაში კი მისი რეფორმები უადგილო იყო. იგი ხედავდა, რომ რუსი ხალხი ბარბაროსი იყო, მაგრამ ვერ ამჩნევდა, რომ იგი ჯერ მოწიფული არ იყო ცივილიზებული მმართველობისათვის.

მან მოისურვა მისი ხალხი ცივილიზაციას ზიარებოდა მაშინ, როდესაც ჯერ იგი ამგვარ ყოფასთან დაკავშირებულ სირთულეებში უნდა გამოეწრთო. მან მოისურვა, თავისი ქვეშევრდომები ჯერ ინგლისელებად და გერმანელებად ექცია, ნაცვლად იმისა, რომ რუსები გაეხადა. პეტრე რუსებს უნერგავდა, რომ ისინი სხვანი არიან და არა ის, რასაც სინამდვილეში წარმოადგენენ და ამით ხელი შეუშალა მათ, ოდესმე იმად გამხდარიყვნენ, რაც შეეძლოთ. იგი იმ ფრანგი აღმზრდელივით მოიქცა, რომელიც ცდილობს, მისმა მოსწავლემ ბავშვობაში იბრწყინოს, შემდეგ კი სამუდამო არარაობად დარჩეს.”

„საზოგადოებრივი ხელშეკრულება”,

წიგნი II, თავი VIII

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

23-29 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვერკა ჯაჯანიძე

ვერკა ჯაჯანიძე: მამალ ქალებს რომ ეძახიან, მართლა ე...