იუმორი
ვის როგორ ესმის განწყობის თეორია
№13
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 10.04

ერთხელ, საღამოს ცნობილი ქიმიკოსი, მრავალი წამლის შემქმნელი ემილ ფიშერი ქუჩაში სეირნობდა. მას შემთხვევით მწერალი ზუდერმანი შეხვდა, რომელმაც უთხრა:
– როგორი მადლიერი ვარ, თქვენო აღმატებულებავ, თქვენი სასწაულებრივი ძილის მომგვრელი პრეპარატ ვერონალის. თქვენ მე გადამარჩინეთ, თანაც მე არც კი მჭირდება მისი მიღება, საკმარისია, რომ ვერონალი იდოს ჩემს საწოლთან, ტუმბოზე.
– საოცარი დამთხვევაა, – ღიმილით უპასუხა ფიშერმა, – როცა მე მიჭირს დაძინება, ისე მშველის თქვენი რომანი!.. ამასთან ერთად, მე არც კი მჭირდება მისი წაკითხვა – საკმარისია, რომ თქვენს შესანიშნავ წიგნს ჩემს საწოლთან ტუმბოზე ვხედავდე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან