იუმორი
ვარსკვლავები არ ცდებიან
№49
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 11.12
შალვა ნათელაშვილი იხსენებს:
„2003 წელია. ლეიბორისტებს 68 პროცენტი რეიტინგი გვაქვს და მთელი მსოფლიო ელოდება ჩვენს მოსვლას ხელისუფლებაში. გვარს არ დავასახელებ და ერთმა ცნობილმა ასტროლოგმა დაწერა გაზეთში ლეიბორისტები დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენო. სიხარულის განცდა დამეუფლა. მეორე დღეს კი იმ ასტროლოგს მისსავე თხოვნით შევხვდი. იქითურ-აქეთური რომ მელაპარაკა, ბოლოს სიაში ჩაწერა მთხოვა. მე ვუთხარი, რომ ახლა არ მოხერხდებოდა და მომავალში ჩავწერდი. მოკლედ დელიკატური უარით გავისტუმრე. მეორე დღეს იმავე გაზეთში დაწერა ლეიბორისტები სასტიკად დამარცხდებიანო და მართლა არ გამართლდა? არ ჯობდა სიაში შემეყვანა?“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან