იუმორი

„უწესო“ ქართველები

№2

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 18.01, 2022 წელი

გიორგი გოგიშვილი
დაკოპირებულია

გიორგი გოგიშვილი: 

„ქუთაისელი მეგობარი მყავს, რომელიც 90-იან წლებში წავიდა ამერიკაში და იქ დამკვიდრდა. ერთხელ თურმე ნიუ-იორკში თავისი მანქანით მიდის. ქუჩაში კი საშინელი ქარია და თავსხმა. სიგარეტს ეწეოდა და მანქანიდან გადაუგდია ნამწვი. უცებ პოლიციის პატრული წამოეწია და გააჩერა. პოლიციელი ეუბნება, უკანა მანქანიდან დარეკეს, სიგარეტის ნამწვი გადაგიგდიათ და უნდა დაგაჯარიმოთო. ამან კი ქუთაისურად დაუწყო კერვა და ეუბნება: კი გადავაგდე, მაგრამ წყალმა წაიღო და რა ზიანი უნდა მიაყენოს გარემოსო. პოლიციელი დაიბანა, უთხრა: არ გადმოხვიდე მანქანიდანო და წავიდა თავის მანქანასთან, რომ კომპიუტერში ენახა თუ როგორ უნდა ემოქმედა ასეთ შემთხვევაში. უკან რომ დაბრუნდა უთხრა: ამინდზე არაფერი მიწერია და უნდა დაგაჯარიმოო... ახლა რა ხდება, ჯარიმაში არაა საქმე. უბრალოდ გადასახდელად რომ მიხვალ, სამი საათის განმავლობაში უნდა უყურო ფილმს თუ რა ზიანს აყენებ ამერიკას. თანაც მარტო შაბათსაა ეს პროცედურა. ხოლო თუ არ მიხვალ, მაშინ შერიფს სამი ათას დოლარს უხდიან მოყვანაში და კანადაშიაც მოგძებნის. მოკლედ ჩემმა მეგობარმა სთხოვა პოლიციელს: სტუმარი ვარ, არ ვიცოდი და იქნებ მაპატიოთო. პოლიციელს უკითხავს, სადაური ხარო და ძლივს მიახვედრა თუ საიდან იყო. პოლიციელი ეუბნება: კარგი გაპატიებ, მაგრამ მე რომ თქვენთან ჩამოვიდე, ნამწვი გადავაგდო ფანჯრიდან, არ დამაჯარიმებენო? ჩემს მეგობარს კი უთქვამს: ნამწვი კი არა და ჩვენ ადამიანებს ვყრით ფანჯრებიდან და არავინ არაფერს ამბობსო...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი