იუმორი

უფულობით დაკარგული სიყვარული

№17

ავტორი: „თბილისელები“ 23:30 08.05

იუმორი
დაკოპირებულია

რატი ტვილდიანი იგონებს:

„თეატრალურში სწავლა ცუდ პერიოდში მომიწია, როდესაც ქვეყანაში არეულობა იყო. სახლიდან ინსტიტუტში და უკან „მარშუტკით“ დავდიოდი. ყოველთვის ფულის ნაკლებობას განვიცდიდი მაშინ. ზოგჯერ არც კი მქონდა მგზავრობის ფული. ერთხელ სახლში მივდივარ და ჩემი სოფლელი გოგო ამოვიდა, რომელიც მომწონდა. მისთვის სიყვარული არ ამიხსნია, მაგრამ იცოდა, რომ მომწონდა. რა ვქნა. მინდა გადავუხადო, მაგრამ, მხოლოდ ერთი კაცის ფული მაქვს. ამიტომ მარცხენა ფანჯარას მივადე თავი და ვითომ მძინავს. რომ ჩავიდა, მერე მეც ჩავედი. მეორედ ვმგზავრობ და დავინახე, გაჩერებაზე დგას. ორი კაცის ფული მქონდა და გამიხარდა-გადავუხდი-მეთქი. მაგრამ, დედა არ ამოყვა?... ისევ თავი მოვიმძინარე და რომ ჩავიდნენ, მერე მეც ჩავედი. მესამედ ვმგზავრობ და კვლავ ის გოგო ამოვიდა. ფული საერთოდ არ მაქვს. შუაში გავიშხლართე. თავი უკან გადავწიე, ვითომ მთვრალი ვარ. თან იმისკენ ვაპარებ თვალს და ველოდები, როდის ჩავა. უცებ ვხედავ ჩემსკენ წამოვიდა. მომიახლოვდა და მითხრა: გაიღვიძე. ნუ გეშინია მე დიდი ხანია გავთხოვდიო...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა