იუმორი

უნდა გჯეროდეს!

№4

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 03.02

უნდა გჯეროდეს
დაკოპირებულია

ერთ დიდებულ იაპონელ მეომარს – ჰაჩიროს მტერთან შებრძოლება უწევდა. მას სჯეროდა, მტერს დაამარცხებდა, მიუხედავად იმისა, რომ მტერს მასზე ბევრად დიდი ჯარი ჰყავდა. მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ჰქონდა გადასაჭრელი – მის ჯარისკაცებს ეჭვი ეპარებოდათ, რომ გაიმარჯვებდნენ.

გზად მიმავალი ჰაჩირო ტაძართან გაჩერდა და ჯარისკაცებს უთხრა:

– ტაძრიდან რომ გამოვალ, მონეტას ავაგდებ. თუ „ბორჯღალი“ დაჯდება, გავიმარჯვებთ, თუ „საფასური“ – დავმარცხებით. ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია.

ჰაჩირომ ილოცა ტაძარში და გამოსვლისას ის რიტუალი ჩაატარა, რასაც ჯარისკაცებს შეჰპირდა. ჰაერში აგდებული მონეტა „ბორჯღალზე“ დაჯდა. შეგულიანებულმა და დარწმუნებულმა ჯარისკაცებმა ისეთი შემართებით იბრძოლეს, რომ გამარჯვება არ გასჭირვებიათ.

– ბედის შეცვლა არავის ძალუძს, – განაცხადა ბრძოლის შემდეგ ერთ-ერთმა ჯარისკაცმა.

– რასაკვირველია, არა, – უპასუხა ჰაჩირომ და ჯარისკაცებს მონეტა დაანახვა, რომლის ორივე მხარეს „ბორჯღალი“ იყო გამოსახული, – მეგობრებო, ბედის შეცვლა თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, მთავარია, როგორ მონეტას ააგდებ. თუ დარწმუნებული ხარ, რომ გაიმარჯვებ, ეს ასეც იქნება!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული