იუმორი
ტყუპების ოინი
№1
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 10.01, 2023 წელი

აჩი არველაძე ჰყვება:
„ინგლისთან თამაშის შემდეგ მე და შოთი დავენიძლავეთ გიო ქინქლაძეს, ვისაც პირველს იცნობენ რესტორანში, ფული წაგებულმა გადაიხადოსო. ლონდონში ვართ ცოლებან ერთად და გიო უკვე სიტიში თამაშობს. შოთიმ მითხრა: ცოტა წინ წადი, მე აჩის დაგიყვირებ, შენ შოთი დამიყვირე და ყურადღებას მივიქცევთ და მოვიგებთო. ლონდონში ბევრი თურქი ცხოვრობდა და ამის იმედი გვქონდა. მოკლედ, შუა ლონდონში ვუყვირივართ ერთმანეთს მე და შოთი და ამ დროს ორი ულვაშიანი თურქი მოგვადგა. გვიცნეს და ნიძლავიც მოვიგეთ“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან