იუმორი

თავიდან რომ შემეძლოს...

№16

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 28.04, 2022 წელი

იუმორი „თბილისელებისგან“
დაკოპირებულია

არგენტინელმა მწერალმა და პოეტმა ხორხე ლუის ბორხესმა 85 წლის ასაკში ბევრისთვის უცნაური ფრაზები დაწერა. ფრაზები, რომლებიც ჩაგვაფიქრებს….

✔️კიდევ ერთხელ რომ შემეძლოს ცხოვრება, ვეცდებოდი, რომ უფრო მეტი შეცდომა დამეშვა, არ ვეცდებოდი, რომ უფრო სრულყოფილი ვყოფილიყავი და ყველაფერს მარტივად შევხედავდი.

✔️ვეცდებოდი, რომ იმაზე უფრო ბრიყვი ვყოფილიყავი, ვიდრე ეს სინამდვილეში გამოვიდა…

✔️სერიოზულად ცოტა რამეს აღვიქვამდი…

✔️სისუფთავის ასეთი ზედმეტად მოყვარული არ ვიქნებოდი, მეტს გავრისკავდი და უფრო ბევრს ვიმოგზაურებდი…

✔️უფრო ბევრ მზის ჩასვლას დავესწრებოდი და მეტ მთაზე ავიდოდი…

✔️ბევრ მდინარეს გადავცურავდი და უფრო მეტ ნაყინს შევჭამდი…

✔️მექნებოდა უფრო მეტი რეალური და ნაკლები გამოგონილი პრობლემა….

✔️თავიდან რომ შემეძლოს ცხოვრება ნაკადულის პირას უფრო ხშირად ვივლიდი ფეხშიშველა…

✔️უფრო ბევრჯერ შევიხედავდი მყუდრო ადგილებში და მეტ მზის ამოსვლას ვიხილავდი…

✔️უფრო მეტს ვითამაშებდი ბავშვებთან….

✔️მე რომ კიდევ ერთხელ შემეძლოს ცხოვრება.. მაგრამ… მაგრამ მე უკვე 85 წლის ვარ და მხოლოდ ის ვიცი, რომ მალე აღარ ვიქნები…

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი