ტაქსის მძღოლი „შერლოკი“
ავტორი: „თბილისელები“ 16:48 29.11
ერთ დღეს პარიზში ჩავიდა ინგლისელი მწერალი არტურ კონან დოილი, რომელიც პროფესიით ექიმი იყო. სადგურზე დაჟინებული მზერით მიუახლოვდა ტაქსის მძღოლი, ჩუმად აიღო ჩემოდანი, ჩადო საბარგულში და როგორც კი საჭეს მიუჯდა, ჰკითხა:
- მაშ, სად უნდა წაგიყვანოთ, ბატონო კონან დოილ?
- საიდან მიცნობთ? - სასიამოვნოდ გაოცდა მწერალი.
- პირველად გნახეთ - აღიარა მძღოლმა.
- მერე, საიდან იცით ვინ ვარ?
- თქვენ მიერ აღწერილი დედუქციური მეთოდით - ამაყად თქვა ტაქსის მძღოლმა — ჯერ ერთი, გაზეთებში წავიკითხე, რომ არტურ კონან დოილი ორი კვირაა ჩვენთან ისვენებს, საფრანგეთის რივიერაზე. მეორეც, მატარებელი, რომლითაც ჩამოხვედით, მარსელიდან იყო. მერე დავინახე, რომ რუჯი გაქვთ, რომლის მიღება მხოლოდ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ათდღიანი დასვენებით შეიძლება. კიდევ, მარჯვენა ხელის შუა თითზე წარუშლელი მელნის ლაქა გაქვთ, დავასკვენი, რომ მწერალი ხართ. პიჯაკი ლონდონური თარგის გაცვიათ. ამგვარად, მთელი ჩემი დაკვირვების შეკრებით, საკუთარ თავს ვუთხარი: აი ის, კონან დოილია, დიდი დეტექტივის, შერლოკ ჰოლმსის ცნობილი შემქმნელი!
ტაქსის მძღოლის ახსნა-განმარტების გაგონებაზე მწერალი შოკში ჩავარდა.
- დიახ, თქვენ თვითონ თითქმის შერლოკ ჰოლმსი ხართ! - წამოიძახა მწერალმა აღტაცებით - რადგან შეძელით ასეთი ზუსტი დასკვნის გამოტანა უმნიშვნელო დეტალებიდან!
- მაგრამ, კიდევ ერთი პატარა დეტალი შევნიშნე - თქვა მძღოლმა.
- და რა?!
- ჩემოდანზე მიკრული ეტიკეტი. მასზე დიდი შრიფტით წერია თქვენი სახელი და გვარი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან