იუმორი

სულის სიჩუმე

№44

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 11.11, 2021 წელი

იუმორი „თბილისელებისგან“
დაკოპირებულია

წყალი იქ დალიე, სადაც ცხენი სვამს - ცხენი არასდროს დალევს უვარგისს.

ლოგინი იქ გაიშალე, სადაც კატა მოკალათდა.

ჭამე ის ხილი, რომელსაც ჭიაყელა შეეხო, ის სოკო მოკრიფე, რომელზეც ქინქლა ჯდება.

ხე დარგე იქ, სადაც თხუნელა მიწას თხრის.

სახლი იქ აიშენე, სადაც გველი მზეს ეფიცხება.

ჭა ისეთ ადგილას გათხარე, სადაც ჩიტები გვალვაში ბუდობენ.

მიირთვი მეტი მწვანე ფერის საკვები - გექნება ძლიერი მუხლი და ამტანი გული, როგორც ცხოველს.

იცურავე ხშირად - და იგრძნობ მიწაზე თავს, როგორც - თევზი წყალში.

ხშირად ახედე ზეცას და არ დააშტერდე ფეხებს - გექნება აზრები ნათელი და სუფთა.

ხშირად იყავი ჩუმად და ნაკლები ილაპარაკე - დაისადგურებს შენს სულში სიჩუმე, ხოლო სული გექნება მშვიდი და წყნარი.

სერაფიმე საროველი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი