იუმორი
სწავლა სიბერემდეო
№47
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 27.11
„ცისფერი ტრიოს“ წევრი მალხაზ თავართქილაძე ყვება:
„ისრაელში ვიყავით გასტროლზე და იქიდან კვიპროსზე გადავედით. ოთარ რამიშვილი თევზაობის დიდი მოყვარული იყო და მიუხედავად იმისა, რომ იქაური ენა არ იცოდა, ადგილობრივი მეთევზეები დაიმეგობრა. სანაპიროზე ვართ, ის ბადეს ასწორებს. ამ დროს ამირან ბუაძესთან ორი მშვენიერი, ლამაზი ქალი მოვიდა და ინგლისურად რაღაცას ეკითხებიან. ამირანმა ინგლისური არ იცოდა და წავიდნენ ის ქალები. ამირანმა ხელი ჩაიქნია: ინგლისური რომ მცოდნოდა, ამ ქალებს ხელიდან გავუშვებდი? თბილისში რომ ჩავალ, ინგლისურს ჩავუჯდები და მაგრად ვისწავლიო.
ოთარმა გახედა და უთხრა: ეჰ, ამირან, შენ რომ ინგლისურს ისწავლი, ქალები აღარ დაგჭირდებაო“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან