შუამავლური დიპლომატია მარტივად
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 24.07, 2021 წელი

ცნობილ ამერიკელ დიპლომატს, ჰენრი კისინჯერს ჰკითხეს:
- რა არის შუამავლური დიპლომატია?
- ო! ეს უნივერსალური მეთოდია! აგიხსნით მაგალითით:
თქვენ გინდათ შუამავლური დიპლომატიის საშუალებით გაათხოვოთ ებრაელი მილიარდერის როკფელერის ქალიშვილი უბრალო სოფლელ ბიჭზე ტეხასიდან, სადაც ანტისემიტური განწყობები დღემდე ძლიერია.
- როგორ?
- ძალიან ადვილად. მე მივდივარ ტეხასის სოფელში, მოვძებნი მანდ უბრალო ბიჭს და ვეკითხები:
- გინდა ცოლად მოიყვანო ამერიკელი ებრაელი გოგონა?
- არ მაქვს სურვილი! ჩვენი გოგოებიც გვყოფნიან.
მე ვეუბნები:
- კი, მაგრამ ის მილიარდერის ქალიშვილია.
ის მპასუხობს:
- ო! ეს სხვა საქმეა...
... ამის შემდეგ მე მივდივარ ბანკის მართვის სხდომაზე შვეიცარიაში და ვსვამ კითხვას:
- გინდათ ბანკის პრეზიდენტად უბრალო სოფლელი ბიჭი ტეხასიდან?
- ფუ! - მიპასუხეს სხდომის წევრებმა.
- და თუ ის როკფელერის სიძეა?
- ო! ეს, რა თქმა უნდა, სხვა საქმეა...
მაშ ასე, მე მივდივარ როკფელერთან სახლში და ვეკითხები:
- გინდათ უბრალო ტეხასელი ბიჭი სიძედ?
ის მპასუხობს:
- რა სისულელეს ლაპარაკობთ, ჩვენს ოჯახში ყველა ფინანსისტია!
- ხო, მაგრამ ის სულ ახლახან გახდა შვეიცარიის ბანკის მართვის პრეზიდენტი.
- ო! ეს უკვე სხვა საქმეა! სიუზი! შემოდი ოთახში. ბატონმა კისინჯერმა საქმრო გიპოვა. ის შვეიცარიის ბანკის პრეზიდენტია!
სიუზი:
- ფუ... ყველა ეს ფინანსისტი - უსუსურები და ცისფერები არიან!
მე მას ვპასუხობ:
- ხო! მაგარმ ეს - ტეხასის სოფელში გაზრდილი, ძალღონით აღსავსე მამაკაცია!
სიუზიმ მიპასუხა:
- ო-ო-ო! ეს უკვე სხვა საქმეა...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან