იუმორი
საქართველოს მიხედე!
№37
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 22.09, 2021 წელი
80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პავლე ინგოროყვას ედუარდ შევარდნაძე ესტუმრა შინ.
მთელი კვირა უმეორებდნენ: შევარდნაძე რომ მოგილოცავს, მერე გკითხავს - ხომ არაფერი გჭირდებათო? შენ უნდა უთხრა, რომ არ გვყავს მანქანა, სახლშიც ვიწროდ ვართ და თუ შესაძლებელია, დაგვეხმარეო...
როცა შევარდნაძემ მოიკითხა, იუბილეც მიულოცა და ჰკითხა - ბატონო პავლე, ხომ არაფერი გჭირდებათ, რით შემიძლია თქვენი დახმარებაო? საქართველოს მიხედე, საქართველოსო - უპასუხა პავლე ინგოროყვამ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან