იუმორი

საამაყო სახელი

№47

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 30.11, 2021 წელი

ეროსი მანჯგალაძე
დაკოპირებულია

იპოლიტე ხვიჩია იხსენებს:

გურიაში ყოფილან გადაღებაზე ის და ეროსი მანჯგალაძე. დაინახეს, რომ მატარებლის სადგურში ორსული ქალი ტიროდა, რომელსაც ფული მოჰპარეს. მივიდა ეროსი მანჯგალაძე და ჰკითხა: რამდენი მოგპარეს, ქალბატონო?! ქალმა რა თანხაც (საკმაოდ სოლიდური) დაასახელა, ეროსიმ ჯიბიდან ამოიღო და გაუწოდა, რის შემდეგაც ქალი ბედნიერი წავიდა. იპოლიტე ხვიჩიამ მიაძახა: ქალბატონო, თუ ბიჭი შეგეძინათ, ეროსი დაარქვითო. მოხდა სასწაული, გავიდა რამდენიმე წელი, იპოლიტე და ეროსი კვლავ ერთად იყვნენ ლანჩხუთში გადაღებაზე და მათთან მივიდა ქალი, რომელსაც პატარა ბიჭი ახლდა, სახელად ეროსი, რომელიც ეროსი მანჯგალაძის სიკეთის შემდეგ, დიდი სიამაყით ატარებდა ამ სახელს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

17-23 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

შეუცნობელი

რა მინიშნებები გვიწინასწარმეტყველებს ბედნიერ მომავ...