იუმორი
როცა ენა შენი თავის მტერია
№5
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 11.02
![გიორგი ათაბეგაშვილი გიორგი ათაბეგაშვილი](/files/2025/02/10/12484/giorgi-atabegashvili_w_h.jpeg)
გიორგი ათაბეგაშვილი გვიამ-ბობს:
„ძიუდოს გრანდსლემზე ვიმყოფებოდით ერთ-ერთ არაბულ ქვეყანაში. სუვენირებად კონიაკი წავიღეთ, მაგრამ მუსლიმანურ ქვეყნებში ალკოჰოლის შეტანა არ შეიძლება და საბაჟოზე დაგვატოვებინეს. თუმცა უკან გამომგზავრებისას უნდა დაებრუნებინათ. გამომგზავრების წინ მივედით კონიაკების წამოსაღებად. დილის 6 საათი იყო და იქ არავინ იყო. მაშინ ჩვენმა ექიმმა, ზურაბ კახაბრიშვილმა ფურცელზე რაღაც დაწერა, კარზე მიამაგრა და წამოვედით...
მას შემდეგ კახაბრიშვილს იმ ქვეყანაში აღარ უშვებენ, რადგან ფურცელზე ეწერა: „უკან შეისხით!“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან