იუმორი

როგორ ურეკავდნენ ქართველი კალათბურთელები საკუთარ თავს სასტუმროს ტელეფონებიდან

№40

ავტორი: ნიკა ლაშაური 23:00 12.10, 2021 წელი

ვატო ნაცვლიშვილი
დაკოპირებულია

ვატო ნაცვლიშვილი იხსენებს: 

„1996 წელია. ნაკრები ამერიკის შეერთებულ შტატებში ვართ მაიამის ტურნირზე სათამაშოდ. იმ პერიოდში „გაბაზრდა“, რომ შტატებში ძალიან იაფად იყიდება მანქანებიო. გვარს არ დავასახელებ და ორი ძალიან ცნობილი კალათბურთელი თანხით არის ჩამოსული, რომ იაფად შეიძინონ მანქანები. ბევრი იარეს თუ ცოტა, იაფ მანქანებს ვერსად მიაგნეს. ერთ დღეს ვარჯიშიდან ვბრუნდებით. უცებ ქუჩაში „სუპერმერსედესი“ დგას და უკან ბანერი აქვს მიკრული, რომელზეც წერია, რომ მანქანა 4 ათასად იყიდება, თან ტელეფონიცაა მითითებული. მეორე დღეს იგივე განმეორდა სხვა მანქანაზე. ჩვენი კოლეგები სასტუმროს ფოიედან მითითებულ ნომრებზე რეკავენ, მაგრამ ტელეფონი, როგორც ამბობენ, სულ „დაკავებას იძლევა“. ლამის გაგიჟდნენ. საქმე კი ის იყო, რომ მათ ამ „შტუკას“ ჩვენი კოლეგა, ირაკლი ბაქრაძე „უჩალიჩებდა“. ირაკლი ფლომასტერით წერდა ფასებსა და ტელეფონებს და პარკინგზე მდგომ მანქანებს აკრავდა. ნომრები კი იმ სასტუმროს ფოიეში დამონტაჟებული ტელეფონის იყო, საიდანაც ჩვენი კოლეგები რეკავდნენ...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი