იუმორი

როგორ შევიპაროთ ვატიკანში

№9

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 07.03, 2023 წელი

შოთა არველაძე
დაკოპირებულია

შოთა არველაძე იგონებს: 

„ვარსკვლავების მატჩზე რომ ვიყავი მარადონას პატივსაცემად, ჩემი შვილიც მყავდა - გიორგუნა. პროგრამაში ეწერა აუდიენცია რომის პაპთან. სპეციალური სია იყო შედგენილი და მასში ძირითადად, ფეხბურთელები ვეწერეთ. როგორ არ ვეცადე, მაგრამ გიორგუნას წაყვანა ვარ მოვახერხე და გარეთ დარჩა, მელოდებოდა. ავტობუსში რომ ავედი, ვხედავ, 25-მდე ბავშვი დარბის, ყირაზე გადადის, მოკლედ, იქაურობა აკლებული აქვთ - ყველა მარადონას შთამომავლები: შვილები, შვილიშვილებია და ასე შემდეგ. ვიფიქრე, ამათ ყველას როგორ გააკონტროლებენ-მეთქი და გიორგუნას დავურეკე, ვუთხარი, პირველი ავტობუსი რომ დგას, ამოდი და დაჯექი-მეთქი. ამოვიდა. დაჯდა, მაგრამ 25 წლისაა და ბავშვებთან როგორ გინდა, შეაპარო ვატიკანში. თუმცა გაგვიმართლა, ვატიკანშიც შემოვიდა და რომის პაპსაც ჩამოართვა ხელი.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი