იუმორი

როგორ გამოსძალა 10 დოლარი ქართველ ტურისტებს ეგვიპტელმა მეეტლემ

№44

ავტორი: ნიკა ლაშაური 23:00 09.11, 2021 წელი

ნიკა წულუკიძე
დაკოპირებულია

მსახიობი ნიკოლოზ წულუკიძე ასეთ ისტორიას იხსენებს: „მე და დათო ტურაშვილი სამოგზაუროდ ეგვიპტეში წავედით. ვცხოვრობდით ხუთვარსკვლავიან გემზე, რომელიც მდინარე ნილოსს მიუყვებოდა და ყოველ დილით ახალ ქალაქში ჩერდებოდა. 

ნავსადგურზე კი ეტლი გვხვდებოდა, რომელსაც კულტურული ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად მივყავდით. ტურისტულ ბიუროში გაგვაფრთხილეს, ფული არაფერში გადაგვეხადა, რადგან ყველა სერვისი საგზურში შედიოდა. ერთ დღეს ერთ-ერთ ქალაქს მივადექით. ეტლში ჩავსხედით და დასათვალიერებლად გავემგზავრეთ. უკვე დიდებულ სასახლეს მივადექით, რომ მეეტლემ 10 დოლარი მოგვთხოვა. მე მეეტლეს ვაუჩერი ვუჩვენე და მივახვედრე, რომ ფული გადასახდელი არ გვქონდა. მეეტლემ ეტლი შეაბრუნა და სულ სხვა მიმართულებით გააჭენა. გაგონილი მქონდა, რომ ეგვიპტეში ტურისტებს თავს ესხმიან, ფულს ართმევენ და საშინელ დღეში აგდებენო. სასწრაფოდ ფული „გავაძვრე“ და მეეტლეს უნდა მივცე, რომ დათო მეცა და არ მანებებს, თან მეუბნება – შენ ამ კაცს კორუფციისკენ უბიძგებო. იმ კაცის დარდი მქონდა? შეიძლებოდა, 10 დოლარის გამო სიცოცხლეს გამოვსალმებოდით. ამიტომ გავიბრძოლე და მეეტლეს, როგორც იქნა, ათდოლარიანი მივაჩეჩე. იმანაც ეტლი შემოაბრუნა და უკან, სასახლესთან მიგვიყვანა“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი