იუმორი

როგორ „გაანეიტრალეს“ იაპონელმა ტოქსიკოლოგებმა ქართული გუდის ყველი

№48

ავტორი: ნიკა ლაშაური 12:45 04.12

შალვა გოგოლაძე
დაკოპირებულია

კულტურის ყოფილი მინისტრი შალვა გოგოლაძე იხსენებს: 

ეს ისტორია მეოცე საუკუნეში მოხდა იაპონიაში. მეოცე საუკუნე კი იყო, მაგრამ ისინი ოცდამეორეში იმყოფებოდნენ, ტექნოლოგიებს ვგულისხმობ. მოკლედ, ქართველი სპორტსმენები ტოკიოში ჩავიდნენ შეჯიბრებაზე, საღამოს ისინი სასტუმროში დააბინავეს. დილით ბიჭებმა დედას პური და გუდის ყველი მიირთვეს, რაც დარჩა, ნომერში დატოვეს, თავად კი შეჯიბრებაზე წავიდნენ.

საღამოს დაბრუნდნენ და ხედავენ, მათ სართულზე ქიმიური უსაფრთხოების ფორმაში გამოწყობილი ადამიანები დადიან. ირგვლივ ყველაფერს ცელოფანი აქვს გადაფარებული. მათი ნომრის კარი კი ღიაა და იქიდან უნიფორმიანებს კონტეინერში ჰერმეტულად მოთავსებული გუდის ყველი გამოაქვთ. ერთი სიტყვით, ბიჭების ნომერში დამონტაჟებულმა ულტრათანამედროვე სასიგნალო უსაფრთხოების მოწყობილობებმა გუდის ყველის სუნი ქიმიურად ტოქსიკურად მიიჩნია, სიგნალი ჩაირთო და შესაბამისმა სამსახურმა ეს „მომწამვლელი ნივთიერება“ იქაურობას გაარიდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

18-24 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

რა გავლენას ახდენს ადამიანის დაბადების თვე ინტიმურ...