იუმორი

როგორ „ჩაეხუტა“ მიცვალებული ბებია შვილიშვილს გასვენების დროს

№52

ავტორი: ნიკა ლაშაური 11:00 03.01, 2021 წელი

ტარიელ ხეჩიკაშვილი
დაკოპირებულია

ტარიელ ხეჩიკაშვილი ყვება: 

„ერთი მეგობარი მყავს, რომლის ვინაობასაც არ დავასახელებ, უბრალოდ, გეტყვით, რომ ის ცნობილი ფეხბურთელია და უცხოურ კლუბში თამაშობს. ბებია გარდაეცვალა და დასაფლავებაზე ჩამოვიდა. გასვენების დრომ რომ მოაღწია, გამომსვენებლებმა ჭირისუფლებს უთხრეს, გარეთ გაბრძანდითო და ნაცნობი რიტუალი დაიწყეს: კარი მიხურეს, შემდეგ მიცვალებული ჯერ სამჯერ შემოატარეს ოთახს, შემდეგ კი კარზე კუბოს მიჯახუნების პროცესს შეუდგნენ. ერთხელ მიაჯახუნეს, მეორედ უფრო მაგრად მიაჯახუნეს, მესამედ კი „რაზგონი“ აიღეს, რომ უფრო მაგრად მიეჯახუნებინათ, შემდეგ კარი გაეღოთ და გარეთ გამოეყვანათ. ის-ის იყო, მესამედ უნდა მიეჯახუნებიათ, რომ კარი გაიღო და „რაზგონიანი“ ბებია შვილიშვილს ჩაეხუტა, ჩაყოლებული ნივთები კი სხეულზე აეკრო და კარგა ხანს ვფერთხავდით. მერე გაირკვა, რომ თურმე ჩემს მეგობარს ეგონა, კარს ვერ აღებენო, თავად გააღო და ასე ამიტომაც მოხდა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი