იუმორი

რატომ არ ადიოდა გამარჯვებული ქართველი ოლიმპიელი კვარცხლბეკზე

№34

ავტორი: ნიკა ლაშაური 23:00 31.08, 2021 წელი

კახი კახიაშვილი
დაკოპირებულია

კახი კახიაშვილი იხსენებს: 👇

„1992 წლის ბარსელონას ოლიმპიურ თამაშებზე პირველად გავიმარჯვე. დაჯილდოების ცერემონიალია. კვარცხლბეკზე უნდა ავიდე და მაშინდელი სპორტის მინისტრი, ცხონებული კახი ასათიანი მიყვირის – ზევით აიხედეო. ავიხედე და ვხედავ, რომ ჩემი სახელის გასწვრივ წერია რუსსია და რუსული დროშა უნდა აღმართონ. გამომაცხადეს, მაგრამ კვარცხლბეკზე არ ავდივარ და ვცდილობ, გავაგებინო, თუ რატომ. მაშინ ჯერ კიდევ რუსებად მივაჩნდით ყველას და ესპანელები მხრებს იჩეჩავენ – ეს რუსები რამ გადარიაო. საქმე კი იმაში იყო, რომ წინა დღეს სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცეს რუსეთის ნაკრების წევრს, ეროვნებით ჩეჩენს იბრაგიმ სამადოვს. ოლიმპიადამდე მან თანამემამულეებს პირობა მისცა, ჩემპიონი გავხდებიო. მაგრამ მესამეზე გავიდა. დაჯილდოების ცერემონიალზე კი მედალი მოიხსნა, ძირს დააგდო და დარბაზი დატოვა. შეჯიბრების ორგანიზატორებს უკვირდათ – სამადოვის დემარში მისი წარუმატებლობითაა გამოწვეული, მაგრამ კახიაშვილი ხომ ჩემპიონი გახდა და კვარცხლბეკზე რატომ არ ადისო?.. ერთი სიტყვით, შესაძლებელი იყო, რომ მეც დავესაჯე. გავრისკე, მაგრამ მიღირდა. საქართველოსდროშიანი მოსაცმელი მეცვა. დაჯილდოების ორგანიზატორებს მასზე მივუთითე. ყველაფერს მიხვდნენ, შეცდომა გამოასწორეს და ფლაგშტოკზე საქართველოს დროშა აღმართეს.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი