იუმორი

პურის მოედანზე აღმოჩენილი ბიჭი

№19

ავტორი: „თბილისელები“ 11:00 19.05

იუმორი
დაკოპირებულია

გიორგი დანელია: 

„ბენჟამენის დისშვილი ვარლამი შემთხვევით აღმოვაჩინეთ პურის მოედანზე, მანქანიდან დავინახე რიჟა, ცხვირა ბიჭუნა. აი, ვარლამი, გაიცანი-მეთქი, ვუთხარი დათო კობახიძეს. დათო მისკენ წავიდა. ბიჭი გაიქცა. დათო გამოუდგა. რომ დაბრუნდა, ხელი შუბლზე ჰქონდა მიდებული: ბიჭს თვალებს შორის იატაკის ჯოხი უთავაზებია. მის მშობლებთან მივედით და გადაღებაზე დავითანხმეთ. როგორც გაირკვა, ბიჭი ასე იმიტომ მოქცეულა, რომ მშობლებს ჰყავდათ დაშინებული, მიმნდობ ბიჭებს უცხოები იტაცებენ და მათგან საპონს ხარშავენო. გადაღებებზე ბიჭები ამბობდნენ: რაღა ასეთი ცხვირა აირჩიეს, უფრო ლამაზი ვერავინ ნახესო? ვარლამი კი პასუხობდა, მე ცხვირის გამო კი არა, ჩემი ღირსებებისა და ნიჭის გამო ამირჩიესო“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული