იუმორი

ფეხბურთი და პოლიტიკა

№20

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 21.05

თამარ ჩერგოლეიშვილი
დაკოპირებულია

თამარ ჩერგოლეიშვილი ჰყვება:

„2008 წლის ომის შემდეგ, როცა ვენესუელამ აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, საქართველომ დაიწყო აქტიურად მოქმედება არაღიარების პოლიტიკისთვის. გიგა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. არგენტინა აირჩია და გავფრინდით ბუენოს-აირესში. რადგან ეს პირველი ვიზიტი იყო, გვითხრეს, რა დაგათვალიერებინოთო. გიგამ – ბოკა ხუნიორსის თამაშზე წამიყვანეთო. კვირა დღე იყო. მოვიდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მანქანა და სასტუმროდან გავედით. მე არ შემიხედავს, რა ეცვა გიგას. არგენტინელი მასპინძელი კი გაოცებული უყურებს. შევხედე და – არგენტინის ნაკრების მაისური არ აცვია? მივედით სტადიონზე. გიგამ წარმოსახვითი მამალი დაიჭირა ხელში და სამი წრე შემოუარა სტადიონს. შევედით. უამრავი ხალხი და ძალიან ამაღელვებელი ატმოსფერო იყო. არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გვახლდა და დაიწყო მოყოლა არგენტინული ფეხბურთის შესახებ. გიგამ გააჩერა და იმდენი რამ მოუყვა თავის კოლეგას არგენტინულ ფეხბურთსა და მარადონაზე, რომ მან უთხრა: აღარ გინდა ვიზიტი, შენ ისეთი რამ გააკეთე და იმდენი რამ მოყევი, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არასოდეს ვაღიარებთო“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული