იუმორი

ნამდვილები

№40

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 13.10

„თბილისელების“ იუმორი
დაკოპირებულია

ნოდარ დუმბაძემ „მე ბებია, ილიკო და ილარიონში“ ნამდვილი პერსონაჟები გამოიყენა, ხიდისთაველები.

ნაწარმოები 1960 წელს გამოქვეყნდა.

ამაზე ილიკო და ილარიონი გაბრაზდნენ, რა გაგვიბედა ამ ყაზილარმა, წიგნში როგორ დაგვწერაო.

გმირები ნოდარს გაუნაწყენდნენ და 5 წელი არ ელაპარაკებოდნენ.

მალევე ჩოხატაურში დაიდგა „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი.“

ორივე დაპატიჟეს. უარობდნენ, რა გვინდა მანდო. ბოლოს მაინც დაიყოლიეს. სპექტაკლის მიმდინარეობისას უცებ ილარიონი წამოხტა და მსახიობს მიაძახა, მაი მასე არ იყო, ბიძიაო.

ბოლოს ნოდარი, ილიკო და ილარიონი მაინც შერიგდნენ. მერე ბევრს იცინოდნენ კიდეც ნაწარმოებში მოგონილ-მართალ-გაზვიადებულ ამბებზე.

ამ ფოტოზე აღბეჭდილნი არიან ნამდვილი ილიკო და ილარიონი.

მათი ფოტო ხიდისთავში, ნოდარ დუმბაძის მუზეუმშია გამოფენილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა