იუმორი

მტრედების მოტანილი მილიონები

№33

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 24.08

როტშილდი
დაკოპირებულია

როტშილდების ნოუ ჰაუ სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ ნებისმიერი ღირებული ინფორმაცია ბიზნესის სამყაროდან პირველად მათთვის გამხდარიყო ცნობილი. ამისთვის როტშილდებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საფოსტო ცხენებისა და მტრედების სისტემა ჰქონდათ მოწყობილი. მეტად საგულისხმოა ინფორმაციის გამოყენების ერთი მაგალითი: ნაპოლეონის ომების დროს როტშილდები ბრიტანეთის მთავრობას აფინანსებდნენ, ხოლო ნათან როტშილდი ფელდმარშალ ველინგტონის ფინანსური მრჩეველი იყო.

როგორც კი ნათანი დარწმუნდა, გამარჯვება კოალიციის მხარეს გადავიდა, ცხენით სასწრაფოდ გაემგზავრა ბრიუსელში, შემდგომ კი – ოსტენდეში, იქ ნავი დაიქირავა და ქარიშხლის მიუხედავად, ზღვაში გავიდა.

ინგლისში მან სამთავრობო შიკრიკზე თითქმის ერთი დღით ადრე ჩააღწია, ბირჟას მიაშურა და თავისი ფასიანი ქაღალდების რეალიზაციას შეუდგა. ფასიანი ქაღალდების სხვა მფლობელებმა ჩათვალეს, რადგან როტშილდი აქციებს თავიდან იშორებს, ესე იგი, ინგლისმა ომი წააგოო და მაშინვე შეუდგნენ თავიანთი აქტივების გაყიდვას, მაშინ, როდესაც როტშილდების ბროკერები მათ ჩალის ფასად მალულად იძენდნენ. როდესაც ნაპოლეონის დამარცხების ამბავმა, როგორც იქნა, ლონდონში ჩააღწია, როტშილდის მოგებამ 40 მილიონ გირვანქა სტერლინგი შეადგინა, რაც დღევანდელი შეფასებით, 1,4 მილიარდ გირვანქას უდრის. ანალოგიური კომბინაცია ჩაატარა მისმა ძმამ, იაკობმა პარიზის ბირჟაზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა