იუმორი
მოხერხებული მაკაკა
№4
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 30.01, 2024 წელი

ზურაბ გურიელიძე ჰყვება:
„ზოოპარკში ბერბერული მაკაკები გვყავს. ერთ-ერთი მაკაკა ვოლიერიდან გამოდიოდა, იქვე ჯდებოდა და დამთვალიერებლები მას სხვადასხვა ნუგბარით უმასპინძლდებოდნენ, მასთან ერთად სურათებსაც იღებდნენ. ეს მაკაკა ყველა თანამშრომელს ცნობდა და როგორც კი დაინახავდა, მაშინვე ვოლიერში ბრუნდებოდა. განსაკუთრებით ერთი თანამშრომლის ეშინოდა. ის კაცი ყველგან მისდევდა ონავარ მაკაკას, გასაქანს არ აძლევდა, ხის კენწეროზეც კი მიჰყვებოდა. მაგრამ ერთხელ მასაც გაეპარა და ტელევიზიას ესტუმრა. იქიდან დაგვირეკეს და წამოვიყვანეთ. ბოლოს ვოლიერის ხვრელი აღმოვაჩინეთ. ამოვქოლეთ და მაკაკის ვოიაჟებიც შეწყდა.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან